დამოუკიდებლობის 1028 დღე - დამფუძნებელ კრებაში ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის ლიდერის  სპირიდონ კედიას პორტრეტი
დამოუკიდებლობის 1028 დღე - დამფუძნებელ კრებაში ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის ლიდერის სპირიდონ კედიას პორტრეტი

გადაცემაში ვაგრძელებთ საუბარს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების შესახებ. გადაცემის სტუმართან, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ ოთარ ჯანელიძესთან ერთად მსმენელს ვესაუბრებით ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ორი ოპოზიციონერი დეპუტატის, დიდი ქართველი საზოგადო, სახელმწიფო და ეროვნული მოღვაწის ნიკო ნიკოლაძისა და საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დამფუძნებლისა და ლიდერის სპირიდონ კედიას შესახებ. მსმენელს მოვუთხრობთ მათ როლზე ზოგადად ეროვნულ -განმათავისუფლებელ მოძრაობაში და ღვაწლზე დამოუკიდებელი ქვეყნის საპარლამენტო ტრადიციებისა და დემოკრატიის განვითარებაში. ოპოზიციონერი პარლამენტარების პორტრეტების წარმოჩენისას ყურადღებას ვამახვილებთ მათ მზადყოფნაზე საჭიროების შემთხვევაში, მაშინ,როდესაც ამას ქვეყნის ეროვნული ინტერესები მოითხოვდა, უკანა პლანზე გადაეწიათ პარტიული ინტერესები და მთავრობასთან ერთად ეცადათ გამკლავებოდნენ პირველი რესპუბლიკის წინაშე არსებულ საფრთხეებსა და რისკებს.

დამოუკიდებლობის 1028 დღე

  

დატოვე კომენტარი