#ჩაკრულო -„ სოსო ჩხაიძე - „შვიდკაცა“
#ჩაკრულო -„ სოსო ჩხაიძე - „შვიდკაცა“

ანზორ ერქომაიშვილის მიერ მოსკოვის ცენტრალურ არქივში უპატრონოდ მიგდებული სპილენძის მატრიცების აღმოჩენამ, რომელზეც 1907 წელს ფირმა „პატე – რეკორდის“ მიერ ჩაწერილი გურული სიმღერები იყო შემონახული, უკარნახა სოსო ჩხაიძეს შემდგომი ფილმის გადაღების იდეა.. 1979 – 87 წლებში იგი მუშაობდა მრავალსერიან მხატვრულ ფილმზე „შვიდკაცა“, რომელიც ქართულ პოლიფონიას, კერძოდ კი გურულ სიმღერებს და მის შემსრულებლებს ეძღვნება. ეს არის დიდი მოცულობის ფილმი თანამედროვე თემაზე, 80-იანი წლების თბილისზე, გურიაზე. სოსო ჩხაიძე აქაც არ ღალატობს თავის სტილისტიკას და ფილმში იღებს რეალურ ადამიანებს, უხუცეს მომღერლებს, თბილისელ თუ მოსკოველ საინტერესო პიროვნებებს, რომლებიც თავისი საქმიანობით უკავშირდებიან მუსიკას, ფოლკლორს. სამწუხაროდ ფილმი, რომლის პირობითი სახელწოდებაა „შვიდკაცა“, დღემდე დაუმთავრებელია. სოსო ჩხაიძემ მოასწრო მისი მთლაინად გადაღება, დამონტაჟება და ნაწილობრივ, გურიის ეპიზოდების, გახმოვანება..

გადაცემის სტუმარი რეჟისორი – ბუბა ხოტივარი.

სხვა სიახლეები ..

🇯🇵🇬🇪 ანსამბლი „ბასიანი“ 13 მარტს ტოკიოში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობა მიიღო გამოფენის „საქართველო – ღვინის სამშობლო“ ოფიციალური გახსნის ცერემონიალში.

სატელეფონო ჩართვა: გიორგი დონაძესთან – ანსამბლ „ბასიანის“ ხელმძღვანელი, ფოლკლორის ცენტრის დირექტორი.