29 ოქტომბერს ხელოვნების სასახლის ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების მუზეუმის ორგანიზებით გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე „ტრადიციული მუსიკა და განათლება“.
სამეცნიერო კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები ეძღვნებოდა ხალხური მუსიკის სწავლებას ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებსა და სამუსიკო სტუდიებში.
სატელეფონო ხაზზე: სოფო კოტრიკაძე – ეთნომუსიკოლოგი.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ანსამბლ „რუსთავისა“ და მისი სტრუქტურული ერთეულის – ხელოვნების აკადემია „მართვეს“ შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფარგლებში განხორციელდა: შენობის ნაწილობრივი გამაგრებითი სამუშაოები; რეაბილიტაცია ჩაუტარდა სამ სარეპეტიციო დარბაზს, ცენტრალურ კიბეს, დარბაზის მიმდებარე სივრცეებს: კულისებს, ხმის ჩამწერ სტუდიასა და გასახდელებს. განახლდა შენობის ფასადები, დერეფნები და ოთახები. დამონტაჟდა სახანძრო უსაფრთხოების სისტემა; შენობის პერიმეტრზე მოეწყო წყალამრიდი და სადრენაჟე სისტემა; საკონცერტო დარბაზში დამონტაჟდა აუდიოგახმოვანება და დასრულდა საკონცერტო დარბაზის გათბობა-ვენტილაციის შიდა ქსელის მონტაჟი; შენობა სრულად ადაპტირებულია შშმ-პირებისთვის.
სატელეფონო ხაზზე: გიორგი ნატროშვილი – ანსამბლ „რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: