#ჩაკრულო - მგალობელ-მომღერალთა გუნდი „დიდგორი“ დაარსებიდან 15 წლის იუბილეს აღნიშნავს..
22 სექტემბერს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი ფოკლორულ ანსამბლ „დიდგორს“ უმასპინძლებს, რომელიც 27-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „შემოდგომის თბილისი“ ფარგლებში დაარსებიდან 15 წლის იუბილეს აღნიშნავს. არსებობის 15 წლის მანძილზე „დიდგორმა“ გამართა საკონცერტო ტურნეები ევროპის მასშტაბით, ასევე კანადაში, ჩაწერა რამდენიმე აუდიო დისკი და მონაწილეობა მიიღო მრავალ საერთაშორისო კულტურულ ღონისძიებაში.
გადაცემის სტუმარია ანსამბლის წევრი გივი აბესაძე.
სხვა სიახლეები..
☑️ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა გამოსცა ცნობილი ქორეგორაფისა და ქართული ხალხური ცეკვის ოსტატის დავით ჯავრიშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ წიგნი, რომლის პრეზენტაცია 25 სექტემბერს გაიმართება.
სატელფონო ჩართვა ფოლკლორის ცენტრის ხელმძვანელთან გიორგი დონაძესთან.
☑️21 სექტემბერს წინანდლის ფესტივალი ფარგლებში სახელმწიფო ანსამბლი „რუსთავი“ წინანდალში სოლო კონცერტს გამართავს.