ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა და გამოცემები ქართული ხალხური მუსიკის შესახებ..
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა მსოფლიოში უდიდესია, რომელშიც ყოველწლიურად ათასობით გამომცემელი, წიგნით მოვაჭრე და ლიტერატურული აგენტი მონაწილეობს, წარმოდგენილია ასიათასობით დასახელების წიგნი. აღნიშნულ ბაზრობაზე საქართველოს მონაწილეობას მნიშვნელოვანი როლი აკისრია ქართული წიგნის სექტორის განვითარების თვალსაზრისით. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას აქვს უდიდესი კულტურული მნიშვნელობა, რადგან უამრავი ქვეყანა არის წარმოდგენილი კოლექტიური სტენდით, სადაც დამთვალიერებელს შეუძლია, გაეცნოს მსოფლიო მასშტაბით ახალ გამოცემებს და ავტორებს, მიიღოს ინფორმაცია ამა თუ იმ ქვეყნის კულტურასთან დაკავშირებით.
ფრაკფურტის წიგნის ბაზრობაზე განსაკუთრებული კუთხე ეთმობა ქართული ხალხური სიმღერის აუდიო გამოცემებსაც.
სატელეფონო ჩართვა: რუსუდან წურწუმია – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მრავლხმიანობის ცენტრის დირექტორი
სტუმარი: ბაია ჟუჟუნაძე – ცენტრის კოორდინატორი
„მსოფლიო მუსიკის კონცერტი“
28 სექტემბერს კულტურის ცენტრში „მუზა“ ებრაელმა მუსიკოსმა იუვალ რონიმ თავის ამერიკულ ჯგუფთან ერთად კონცერტი გამარათა. ბენდმა შეასრულა ებრაული, არაბული, სასულიერო და სეკულარული მუსიკა. კონცერტში მონაწილეობადა მგალობელ-მომღერალთა გუნდი „დიდგორი“ შესრულდა როგორც ქართული ხალხური სიმღერები, ასევე ნაწარმოებები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.
სტუმარი: გივი აბესაძე – „დიდგორი“ – ს წევრი