აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2021 წლის პროგრამის -„არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია“ ფარგლებში მიმდინარეობს საოჯახო ანსამბლების კონკურსი.
კონკურსის მესამე, ფინალური ეტაპი და დაჯილდოების ცერემონიალი ჩატარდება 22 ნოემბერს.
სატელეფობო ჩართვა – მადონა თევზაძე – აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფოლკლორის ხელშეწყობის განყოფილების უფროსი სპეციალისტი.
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დარბაზში ქართული (აფხაზური) ცეკვის მასტერკლასი დასრულდა. მასტერკლასში 75 ქორეოლოგ-ქორეოგრაფმა და სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.
მასტერკლასს უძღვებოდნენ აფხაზეთის ანსამბლის შარათინ მოცეკვავეები და ქორეოგრაფები: სერგო გეგეჭკორი, ბიანა დარასელია და თემურ დარჯანია.
პროექტის მიზანია: აფხაზური საცეკვაო ნიმუშების სიღრმისეული შესწავლა, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მიმართულებით და რა თქმა უნდა, აფხაზური ცეკვის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: