#ჩაკრულო – ფოლკლორის სიახლეები

17:49, 18.06.2022
-0:00
  • საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის I ტური დასრულდა.
აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „არსიანის“ დარბაზში ბათუმისა და ხელვაჩაურის
ფოლკლორულ და საოჯახო ანსამბლები, მთქმელები, ავტორმთქმელები, ზეპირსიტყვიერების ნიმუშთა შემკრებები, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატები წარდგნენ.
  • ეროვნული ფესტივალი ტარდება ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით; ფოლკლორის ცენტრის სალოტბარო სკოლის 120 მოსწავლე უკვე ანაკლიაშია – ფესტივალ „მომავლის ხმებს“ გახსნილად გამოცხადდა. 20 და 24 ივნისს მონაწილეები სენაკის აკაკი ხორავას სახელობის ახლად რეაბილიტირებულ თეატრში ორ კონცერტს გამართავენ.
  • ფესტივალი „მომავლის ხმები“ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

მსგავსი