#ჩაკრულო - ფოლკლორის სიახლეები
#ჩაკრულო - ფოლკლორის სიახლეები
  • ოთარ ჩიჯავაძე – „ლეჩხუმური ხალხური სიმღერები“19 მარტს შესანიშნავი მუსიკისმცოდნისა და ფოლკლორისტის, ოთარ ჩიჯავაძის დაბადებიდან 102 წელი შესრულდებოდა.
ოთარს ჩიჯავაძეს ეკუთვნის პირველი ნაშრომი ლეჩხუმური ხალხური სიმღერის შესახებ ხელნაწერის სახით, რომელიც მისი 1955 წლის ექსპედიციის მასალის საფუძველზე შეიქმნა.
გამოიცა კრებული, რომელშიც 47 ლეჩხუმური სიმღერაა შეტანილი.
სატელეფონო ჩართვა – რუსუდან ჩიტაური, ეთნომუსიკოლოგი, გამოცემის ავტორი.
  • ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში „ქართული ხალხური ცეკვა„(დავით ჯავრიშვილი) 746 გვერდიანი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.გამოცემა მოცულობითია – მასში დავით ჯავრიშვილის გამოქვეყნებულ შრომებთან ერთად პირველად იბეჭდება ,,ქართველ ქალთა ცეკვები“ (რვა ცეკვა), კინოფირიდან გაშიფრული თოთხმეტი სვანური ფერხული, ხელოვნების სასახლის არქივში დაცული 20-მდე უცნობი ცეკვის ნახაზი და 25-მდე პირადი წერილი. ეს პოლიჟანრული წიგნი ბოლოვდება ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სპეციალისტთა მიერ შედგენილი 500-სიტყვიანი ლექსიკონით.სატელეფონო ჩართვა – უჩა დვალიშვილი წიგნის შემდგენელი, ფოლკლორის ცენტრის ქორეოგრაფიის მიმართულების ხელმძღვანელი.
  • ანსამბლ „რუსთავის“ წარმატებული გასტროლი პოლონეთში.