#ჩაკრულო - ფოლკლორის სიახლეები - 04.02.2023
#ჩაკრულო - ფოლკლორის სიახლეები - 04.02.2023

ანსამბლ „რუსთავის“ მომღერლები გერმანიასა და პოლონეთში კონცერტებს გამართავენ;

„რუსთავი“ ბერლინში, ჰამბურგსა და ვარშავაში მაყურებლის წინაშე ხალხურ სიმღერებს, ოთარ თაქთაქიშვილის სუიტას (მეგრული სიმღერები), იოსებ ბარდანაშვილის ნაწარმოებს „ფრთეო ნათლისაო“ და ინგლისელი კომპოზიტორის დევიდ ბრუსის კომპოზიციას შეასრულებენ.

2 თებერვალს წმიდა ექვითიმე აღმსარებლის ხსენების დღე აღინიშნა.

2003 წელს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ იღუმენი ექვთიმე კერესელიძე ქართული საეკლესიო საგალობლების გადარჩენისთვის წმინდანად შერაცხა და ექვთიმე აღმსარებელი უწოდა.

ანთოლოგიური გამოცემა გიორგი სვანიძე „ქართლური ხალხური სიმღერები“;

პრეზენტაცია – კონცერტი; ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საკონცერტო დარბაზში გაიმართა.

გიორგი სვანიძის მიერ შეკრებილი ქართლური ხალხური სიმღერების ანთოლოგიური კრებული საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა.

ამ გამოცემით აღდგება და საშემსრულებლო პრაქტიკაში კვლავ დამკვიდრდება მივიწყებული ქართლური სიმღერები და მათი ვარიანტები.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: