#ჩაკრულო - ბავშვთა ფოლკოლური ანსამბლების ფესტივალი „მრავალჟამიერ“/ჰამლეტ გონაშვილი - 91
🔘 14 დან 20 ივნისის ჩათვლით ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ -კუკლტურულმა ცენტრმა ბავშვთა ფოლკოლური ანსამბლების ფესტივალს „მრავალჟამიერ“უმასპინძლა, რომლის მიზანია ახალგაზრდა თაობაში ქართული ტრადიციული მუსიკის მხარდაჭერა და პოპულარიზაცია. ფესტივალში მონაწილეობა მიიღო რაიონულმა ბავშვთა ფოლკლორულმა გუნდებმა, ასევე თბილისში არსებულმა ანსამბლებმა.
📞 სატელეფონო ჩართვა ვახტანგ კახიძესთან.
🔘 სხვა სიახლეები
ჰამლეტ გონაშვილი – 91
მომღერალს, საქართველოს სახალხო არტისტს ჰამლეტ გონაშვილს დაბადებიდან 91 წელი შეუსრულდებოდა.
ჰამლეტ გონაშვილს ჰქონდა განსაკუთრებული, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, იშვიათი სილამაზის, რბილი ტემბრის ხმა და ვირტუოზული საშემსრულებლო ტექნიკა.
მისი რეპერტუარიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია „წინწყარო“, „წმინდაო ღმერთო“, „გაფრინდი, შავო მერცხალო“ , „შენ ბიჭო ანაგურელო“, „ურუმული“, „ოროველა“ და სხვა. გონაშვილი წარმატებით ასრულებდა ქართველ კომპოზიტორთა სიმღერებსაც.