🔘 არტემ ერქომაიშვილის პრემიის დაჯილდოება
24 დეკემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით, ფონდი „ქართული გალობა“ გასცემს არტემ ერქომაიშვილის სახელობის პრემიას ქართული საეკლესიო გალობის სფეროში შესრულებული მეცნიერული კვლევებისათვის.
კონკურსი 2016 წლიდან ყოველ წლიურად იმართება.
🔘 შავნაბდას ახალი კომპაქტ-დისკი – 100 ქართული ხლხური სიმღერა შავნაბადასგან
აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანამბლმა ,,შავნაბადამ“ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ახალი, რიგით მეათე კომპაქტ-დისკი გამოსცა, რომელშიც ,,შავნაბადას“ მიერ ბოლო პერიოდის უახლესი და სხვადასხვა დროს სტუდიურდ ჩაწერილი, ასევე კონცერტებზე შესრულებული, ქართული ხალხური და აფხაზური, სულ 100 საუკეთესო ჩანაწერია შესული.
🔘 26 დეკემბერს ანსამბლი “შილდა” და გალობის უნივერსიტეტის გუნდი ერთობლივი კონცერტს გამართავენ.
🔘 სამების საპატრიარქო გუნდის კონცერტი
27 დეკემბერს ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში საიუბილეო კონცერტს გამართავს.
ქართული ფოლკლორის საუკეთესო ნიმუშებთან და საგალობლებთან ერთად, შესრულდება თანამედროვე
კომპოზიტორთა საგუნდო ნაწარმოებებიც.
გუნდის სოლისტები და სპეციალური სტუმრები:
ქეთევან ქემოკლიძე
ნინო ქათამაძე
გიორგი ცაგარელი
ნინო სურგულაძე
თამრიკო ჭოხონელიძე
მარიამ როინიშვილი
ზვიად ბოლქვაძე
ქეთევან ქართველიშვილი
ზვიად მიჩილაშვილი