#ჩაკრულო - 26 მაისს, ჯანსუღ კახიძის დაბადებიდან 85 წელი შესრულდა
#ჩაკრულო - 26 მაისს, ჯანსუღ კახიძის დაბადებიდან 85 წელი შესრულდა

ჯანსუღ კახიძე თავის თავს უპირველეს ყოვლისა დირიჟორად თვლიდა. როგორც თვითონ ხშრად ამბობდა მუსიკის წერა მისთვის „ჰობი“ იყო. საბედნიეროდ მის სიცოცხლეშივე ნათლად გამოჩნდა, რომ მისი თქმით „გართობის“, სინამდვილეში კი ურთულესი შემოქმედებითი ძიების პროცესისა და მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალობის შერწყმის შედეგად მან მიაღწია კომპოზიტორისთვის მთავარს – თვითმყოფადობას, იპოვნა მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი მუსიკლაური ენა და გამომსახველობითი საშუალებები. გამორიცხულია, რომ ვისაც ერთხელ მაინც მოუსმენია მისი ნაწარმოებები, შემდგომში ვერ ამოიცნოს მისი გამორჩეული საკომპოზიტორო ხელწერა.

ჯანსუღ კახიძე თავისი და სხვა კომპოზიტორების, ასევე უნიკალური ქართული ხალხური სიმღერების უბადლო შემსრულებელი იყო. მას ჰქონდა საოცარი მომხიბვლელობის მქონე, ფართო რეგისტრული დიაპაზონის ხმა, იმპროვიზირების თავისებური, მეტად საინტერესო მანერა. უნდა ითქვას, რომ სიმღერას მის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა და მან დიდი ზეგავლენა მოახდინა მისი, როგორც მრავალმხრივი მუსიკოსის ჩამოყალიბების პროცესზე. მისი სიმღერები არა მარტო საქართველოშია აღიარებული – ცნობილმა მუსიკოსმა, ჯაზ საქსოფონისტმა იან გარბარეკმა მისი ერთ-ერთი საუკეთესო ჰანგი – „მთაწმინდის მთვარე“ შეიტანა თავის ჩანაწერების ალბომში „ ღიტეს” და აღფრთოვანებას გამოთქვამდა ჯანსუღის სიმღერით.

სატელეფონო ჩართვა ბატონ ანზორ ერქომაიშვილთან და ბატონ ვახტანგ კახიძესთან.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: