პროდუქციის ექსპორტში კლება ნარჩუნდება, თუმცა, მცირედი გამოცოცხლებაა. 2024 წლის 2 თვეში საექსპორტო ბაზრებზე საქართველოდან 42 მლნ დოლარის ფეროშენადნობები გავიდა.
დარგობრივი ასოციაციის შეფასებით, სექტორი უმძიმესი მდგომარეობიდან მძიმე მდგომარეობაში გადავიდა.
რას ნიშნავს მცირედით მაგრამ მაინც ქართული ფეროშენადნობების საექსპორტო ბაზრებზე დაბრუნება – „ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ სტუმარი ფეროშენადნობთა ასოციაციის თავმჯდომარე ნუგზარ კევლიშვილი იყო.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: