ბიზნესპარტნიორი - უძრავი ქონების გადასახადი და მასთან დაკავშირებული პრობლემები I 24.10.2023
ფინანსთა სამინისტრო რეფორმაზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც, ქონების გადასახადი ფიზიკური პირების ყოველწლიურ შემოსავალზე აღარ იქნება დამოკიდებული. დარგის ექსპერტები ამბობენ, რომ ამ ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, კარგად უნდა გაკონტროლდეს, თუ რა ფინანსური რესურსის მქონე ადამიანებს დაუწესდებათ გადასახადი, რათა ეს მათ მძიმე ტვირთად არ დააწვეთ.
უძრავი ქონების ბაზარზე კიდევ ერთი სიახლე კი, საკუთრების გასხვისებას ეხება, კერძოდ 2024 წლიდან ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვისას, გარკვეულ შემთხვევებში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება.
რას გულისხმობს ახალი ინიციატია – რა შეფასებებს აკეთებენ დარგის ექსპერტები და რა უნდა იცოდეს მოქალქემ, თუ ბინას, სახლს, მიწის ნაკვეთს თუ კომერციულ ფართს, მისი შეძენიდან 2 წლის განმავლობაში გაყიდის.
„ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ სტუმარი საადვოკატო ბიურო OK & CG-ის დამფუძნებელი ოთარ კაჭკაჭიშვილი იყო.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: