ბიზნესპარტნიორი - საქართველოში ტურისტული პაკეტების გაიაფების მოლოდინია I 25.09.2024
გამყვან ტურიზმზე მომუშავე კომპანიებში ამბობენ, რომ ზაფხულთან შედარებით, ახლა ფასები დაწეულია და ქართულ ავიაბაზარზე, ბოლო დროს დაანონსებული ახალი ავიაკომპანიების შემოსვლისა და კონკურენციის გაზრდის ფონზე, არაა გამორიცხული, რომ მოგზაურობა გაიაფდეს.
ტუროპერატორები მიმდინარე წლის ზაფხულის შედეგებსაც აფასებენ და ამბობენ, რომ გაყიდული ტურ-პაკეტების რიცხვი საშუალოდ 20-25%-ით გაეზარდათ.
რომელ ტურისტულ მიმართულებებს ირჩევდნენ ქართველი მოგზაურები ზაფხულის სეზონზე და რას ირჩევენ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში – „ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ სტუმარი Go tour-ის დირექტორი ნინო წიკლაური იყო.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: