ბიზნესპარტნიორი - საქართველოდან თაფლის ექსპორტი შემცირდა I 15.07.2024
წლის პირველ ხუთ თვეში, ქვეყნიდან უცხოურ ბაზრებზე 16 ტონაზე მეტი თაფლი გავიდა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, განახევრებული მაჩვენებელია.
მეფუტკრეების ინფორმაციით, ექსპორტში კლება, წარმოების შემცირებას უკავშირდება. საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანებაში ამბობენ, რომ ამჟამად, აქტიურად მიმდინარეობს თაფლის დაწურვისა და ახალი საექსპორტიო ბაზრების მოძიების პროცესი. შესაბამისად, ელიან, რომ წლის ბოლოს საექსპორტო მაჩვენებლებში ჯამური ზრდა ექნებათ.
რა პოტენციალი აქვს ამ დარგის განვითარებას საქართველოში – „ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ სტუმარი მეფუტკრეთა გაერთიანების ხელმძღვანელი ალეკო პაპავა იყო.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: