„ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ - ვალში ჩარჩენილი ქონება - რა მოცულობის უძრავი ქონება დაისაკუთრეს ბანკებმა და კერძო მევახშეებმა
სტატისტიკა და სპეციალისტთა რეკომენდაციები – „ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ შეკითხვებს გიორგი კეპულაძე – „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარე პასუხობს.
2019 წლის 10 თვეში სულ 1039 უძრავი ქონების დასაკუთრება მოხდა, რომლის 49%-იც კერძო მევახშეების სასარგებლოდ გაიყიდა. კომერციულ ბანკებზე კი უძრავი ქონების 40% მოდის. კვლევა არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებმა“ აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემების საფუძველზე გამოაქვეყნა.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: