ბიზნესპარტნიორი - ინფლაციის მაჩვენებლები და მასთან დაკავშირებული მოლოდინები I 12.06.2024
ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2024 წლის პირველ ნახევარში ინფლაცია მიზნობრივი სამ პროცენტიანი ნიშნულის ქვემოთ იქნება.
მაისში წლიურად ფასების საერთო დონე 2%-ით გაიზარდა, თვიურ ჭრილში კი ინფლაცია 0.4%-ი იყო. ფასების მატება ყველაზე მეტად ტრანსპორტის ჯგუფსა და საწვავის გაძვირებას უკავშირდება. რაც შეეხება სურსათის ფასებს, ერთ წელში სურსათი 0.7%-ით გაძვირდა.
რა მოლოდინი აქვს ბიზნესს, მოსალოდნელია თუ არა პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასის მატება და რა გავლენა აქვს ლარის კურსის მერყეობას ფასებზე – „ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ სტუმარი დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტი ლაშა რიჟამაძე იყო.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: