დოლარიზაცია კვლავ რჩება ქვეყნის ეკონომიკის მთავარ გამოწვევად. დედოლარიზაციის პოლიტიკის გასატარებლად, ეროვნული ბანკი სხვადასხვა მეთოდს მიმართავს. მათ შორის, უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების შეზღუდვას, რაც ლარში სესხების გაცემას ასტიმულირებს, თუმცა საცალო დეპოზიტების დოლარიზაცია კვლავ მაღალია და ბოლო მონაცემებით, 65%-ს შეადგენს.
რა უნდა გაკეთდეს ლარიზაციის წასახალისებლად და როგორია დეპოზიტებზე არსებული საპროცენტო განაკვეთი – „ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ სტუმარი საბანკო ასოციაციის ანალიტიკური დირექტორი დავით რუსია იყო.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: