ბიზნესპარტნიორი - დაცული ტერიტორიებისა და ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ორთვიანი კამპანია დაიწყო I 05.07.2024
დაცული ტერიტორიებისა და ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ორთვიანი კამპანია დაიწყო, გზავნილებით – „აღმოაჩინე საქართველოს ბუნება“ და „საქართველო ღვინის სამშობლო“.
განთავსდა ბანერები და საინფორმაციო მასალები საერთაშორისო აეროპორტებში, სადაც ჩამოსულ სტუმრებს პასპორტის კონტროლის გავლისას დახვდებათ მცირე ზომის ფლაერები, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია საქართველოს ეროვნული პარკების და ქართული ღვინის შესახებ.
სხვა რა აქტივობების განხორციელება იგეგმება კამპანიის ფარგლებში და რა მიზანი აქვს კამპანიას, „ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ სტუმარი დაცული ტერიტორიების სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნიკო თევდორაშვილი იყო.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: