ბიზნესპარტნიორი - ანაკლიის პორტს ჩინური კონსორციუმი ააშენებს I 30.05.2024
ანაკლიის პორტს ჩინური კონსორციუმი ააშენებს. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში საბოლოო წინადადება 20 მაისს მხოლოდ მათ წარადგინეს.
პროექტზე გამოცხადებული კერძო პარტნიორის შერჩევის საკვალიფიკაციო მოთხოვნები ორმა პრეტენდენტმა დააკმაყოფილა – შვეიცარულ-ლუქსემბურგულმა კომპანიამ და ჩინურ-სინგაპურულმა კონსორციუმმა, რომლებსაც 2024 წლის 20 მაისამდე ჰქონდათ მიცემული საბოლოო პასუხის წარდგენის ვადა.
როგორ აფასებენ ანაკლიის პორტის კერძო ინვესტორის შერჩევისა და გამარჯვებულის გამოვლენის პორცესს ექსპერტები.
„ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ სტუმარი „ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიას“ დამფუძნებელი გიორგი აბაშიშვილი იყო.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: