ბიზნესპარტნიორი - ახალი სტანდარტები და ვალდებულებები სამშენებლო ბიზნესში I 06.12.2023
სამშენებლო სექტორი ეტაპობრივად ახალ სტანდარტზე უნდა გადაეწყოს. საუბარია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებაზე, რომლის მიხედვითაც შენობა-ნაგებობების დაპროექტება და მშენებლობა ევროპული ნორმების შესაბამისად უნდა განხორციელდეს.
ევროკოდები ევროპული სტანდარტია, რომელიც წარმოადგენს შენობა-ნაგებობების კონსტრუქციული გაანგარიშებისა და დაპროექტების წესებს – რამდენად მზადაა ბიზნესი ახალი ვალდებულებებისთვის და როგორია ამ კუთხით საერთაშორისო დონორების მხარდაჭერა.
„ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ სტუმარი ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ანა საბახტარაშვილი იყო.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: