ბიზნესპარტნიორი - 9 ოქტომბერს მეოთხედ გაიმართება კონკურსი „საქართველოს საუკეთესო სომელიე 2024“ I 01.10.2024
საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ორგანიზებით და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 9 ოქტომბერს უკვე მეოთხედ გაიმართება კონკურსი საქართველოს საუკეთესო სომელიე 2024-ის“ ფინალი.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მათ, ვისაც ოფიციალურად აქვთ მინიჭებული პროფესიონალ სომელიეს ან ასისტენტ სომელიეს სტატუსი.
რა კრიტერიუმებით შეირჩევიან ფინალისტები და როგორია კონკურსთან დაკავშირებული მოლოდინები – „ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ სტუმარი სომელიეთა ასოციაციის ხელმძღვანელი შალვა ხეცურიანი იყო.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: