ბიზნესპარტნიორი - 27 სექტემბერს, საქართველო გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, პირველად უმასპინძლებს მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას I 26.09.2024
მსოფლიო ტურიზმის დღის წლევანდელი თემაა „ტურიზმი და მშვიდობაა.“
მასშტაბური ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მაღალი რანგის სტუმრები, ტურიზმის მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ეწვევიან.
მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში გაიმართება სადისკუსიო პანელები, განხილული იქნება ტურიზმის განვითარების მსოფლიო ტენდენციები და მშვიდობის მნიშვნელობა ინდუსტრიის განვითარების კუთხით.
რას აძლევს საქართველოს ტურისტულ ინდუსტრიას ამ დღის მასპინძლობა – „ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ სტუმარი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე იყო.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: