#არტნიუსი - „თბილისობის“ დღესასწაული 5-6 ოქტომბერს გაიმართება / რეჟისორი რამაზ (ბუბა) ხოტივარი კინოაკადემიას ოთხი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს
- „თბილისობის“ დღესასწაული 5-6 ოქტომბერს გაიმართება.
- ბაღდათში, პოეტ ვლადიმირ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმის ეზოში ღვინის საერთაშორისო არტ-ფესტივალი ჩატარდება.
- მარტვილში, დადიანების საშემოდგომო რეზიდენციის ტერიტორიაზე, კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი „სალხინოს სასახლის კამერატა“ გაიმართება.
- დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა ტრიესტის ძველი ხელოვნების გალერეაში დაცული ნამუშევრების ექსპოზიციას „ფერი ტინტორეტოდან კანალეტომდე“ მასპინძლობს.
- გამოფენა „დავით ჯავრიშვილი – ქორეოგრაფიული მეცნიერებიდან სპორტულ ხელოვნებამდე“.
- რეჟისორი რამაზ (ბუბა) ხოტივარი კინოაკადემიას ოთხი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
- საქართველო პირველად გახდა მანჰეტენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების XXII საერთაშორისო ფესტივალის მონაწილე.
- ფოთის თეატრმა ახალი სეზონი მუსიკალური სპექტაკლით „ერთხელ საქართველოში“ დაიწყო.
- 5 ოქტომბერს ფრანგი არტისტი Worakls თბილისს პირველი სოლო ალბომის Orchestra მხარდასაჭერი ტურნეს ფარგლებში ეწვევა.