#არტნიუსი - თბილისი კავკასიის ფოტოგრაფიის დედაქალაქის სტატუსს კიდევ ერთხელ მოირგებს/თბილისში პირველად ჰიპ-ჰოპის ფესტივალი ჩატარდება
- თბილისი კავკასიის ფოტოგრაფიის დედაქალაქის სტატუსს კიდევ ერთხელ მოირგებს. Tbilisi Photo Festival 2019-ზე საუბრობს კურატორი და ჟურნალისტი ნესტან ნიჟარაძე;
- 14 და 15 სექტემბერს თბილისში „სტრიტ ფუდ“ ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორის, თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის ანდრია ბასილაიას ჩანაწერი;
- ლანჩხუთში ე. ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე მოედანს გურული მხედერების სახელი მიენიჭება. ინიციატივა, ელექტრონული პეტიციის სახით, ეკუთვნის მწერალსა და რეჟისორს ირაკლი მახარაძეს;
- პროექტ „… დღე როცა ვერ მოჰკლეს ილია“ ფარგლებში 12 სექტემბერს არაერთი ღონისძიება განხორციელდება. საუბრობს საზოგადოებრივი და შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივის“ ხელმძღვანელი გიორგი სავანელი;
- რეჟისორის მარიამ ხაჭვანის ახალი ფილმის პროექტმა „ჩემი მეზობელი ანა“ სამხრეთ კორეაში დოკუმენტური კინოს ფესტივალის დაფინანსება მოიგო;
- მწერლისა და სცენარისტის, ზაირა არსენიშვილის ეპოქალურ რომანის „ვა, სოფელო…“ პრეზენტაცია. სატელეფონო ჩართვა: ლანა ღოღობერიძე -კინორეჟისორი;
- მალე ამერიკელი სცენარისტისა და მწერლის, მარია სემპლის რომანი „სად წახვედი, ბერნადეტ?“ გამოიცემა. მთარგმენლი ნინი ჩაკვეტაძეა;
- თბილისში პირველად ჰიპ-ჰოპის ფესტივალი ჩატარდება.