არტნიუსი - ნინო ჟვანიას ფილმი „აღლუმი“ / ბორის ეიფმანის საბალეტო დადგმა „როდენი-მისი მარადი კერპი“
- თბილისში ქართულ-ესპანური ლიტერატურული კვირეული გაიმართება. სატელეფონო ჩართვა: დეა მეტრეველი – ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი;
- კინოსტუდია „ხომლი“ აცხადებს ესმა ონიანის სახელობის კონკურსს ლიტერატურასა და მხატვრობაში. კონკურსის მნიშვნელობაზე საუბრობენ პოეტი კატო ჯავახიშვილი და კინოსტუდია „ხომლის“ ხელმძღვანელი ლევან ლომაშვილი;
- საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ვარშავის აჯანყების მუზეუმი სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში წარმოადგენს გამოფენას „ვარშავის აჯანყება 1944“;
- თბილისის ისტორიის მუზეუმში ბესო კობახიძისა და ალეკო ესვანჯიას ნამუშევრები გამოიფინა;
- ნინო ჟვანიას ფილმი „აღლუმი“ თბილისის კინოეკრანებზე გამოვიდა. სატელეფონო ჩართვა: ნიკოლოზ აბრამაშვილი – პროდიუსერი;
- „ფრანგული კინო: ახალი ტალღა, ახალი თაობა“– ამ სახელწოდებით ეროვნული არქივის კინოთეატრში ფილმების რეტროსპექტივა გაიხსნება;
- შეხვედრა ჰოლივუდში მოღვაწე, ოსკარზე ნომინირებულ ბერძენ ოპერატორთან და რეჟისორთან – ფედონ პაპამაიკლთან;
- ბორის ეიფმანის საბალეტო დადგმას „როდენი-მისი მარადი კერპი“ თბლისელი მაყურებელიც იხილავს. ჩართვა: ანი ლაღიძე – ფესტივალის „თბილისი რიტმის“ ორგანიზატორი.