არტნიუსი - ლევან მოსიაშვილის ნახატების ახალი პროექტის გამოფენა „აღორძინება“
არტნიუსი - ლევან მოსიაშვილის ნახატების ახალი პროექტის გამოფენა „აღორძინება“

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა გამოფენას „დიდოსტატები ეროვნული მუზეუმის კოლექციებიდან“ მასპინძლობს;
ლევან მოსიაშვილის ნახატების ახალი პროექტის გამოფენა „აღორძინება“, რომელიც მხატვარმა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს მიუძღვნა. გამოფენის შესახებ საუბრობენ ლევან მოსიაშვილი – მხატვარი და ლელა წიწუაშვილი – ეროვული მუზეუმის საგამოფენო დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
გურამ ბაქრაძის ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმის „სასტუმრო მირაჟის“ გადაღებები დასრულდა. ფილმზე საუბრობს გურამ ბაქრაძე -რეჟისორი;
დოკუმენტური ფილმის „როგორ გავხდე ქართველი“ პრემიერა მაისში, სინედოკის საერთაშორისო ფესტივალზე იგეგმება. ჩართვა: ნინო ჩუტკერაშვილი – ფილმის სცენარისტი;
21 მარტიდან საქართველოს კინოთეატრებში გიგიშა აბაშიძის ფილმის, „მეზობლების“ სეანსები დაიწყება;
გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიული დრამატულ თეატრში კოტე ჯანდიერის მონო პიესის მიხედვით, გიორგი ქანთარიას ახალი სპექტაკლი „ელექტრიკოსი“ დაიდგა. სატელეფონო ჩართვა: გიორგი ქანთარია -რეჟისორი;