არტნიუსი - ლაშა ბაქრაძე თემით „მწერალი და ძალაუფლება“ / ბერნარ ვერბერის წიგნის „ანგელოზების იმპერია“ პრეზენტაცია
- ქართველი მხატვრისა და სცენოგრაფის სოლიკო ვირსალაძის შემოქმედებაზე საჯარო ლექციას პროგრამის ფარგლებში „მხატვრობა ბალეტში“ უმასპინძლებს ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია. სატელეფონო ჩართვა: გოგი ხოშტარია – ხელოვნებათმცოდნე;
- ლაშა ბაქრაძე თემით „მწერალი და ძალაუფლება“ დაასრულებს გამოფენას „წითელი ტერორი და ქართველი მხატვრები“ და საჯარო ლექციათა ციკლს. სატელეფონო ჩართვა: ლაშა ბაქრაძე – გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი;
- ბერნარ ვერბერის წიგნის „ანგელოზების იმპერია“ პრეზენტაცია. წიგნს წარადგენს მთარგმნელი მერაბ ფიფია;
- „ოპერის მოჩვენება“ პარიზის ოპერის ბნელ დერეფნებში ახლა უკვე გამომცემლობის „წიგნები ბათუმში“ მიერ გამოცემული გასტონ ლერუს რომანის მეშვეობით გაგვიძღვება; წიგნზე საუბრობს ნინო ციმაკურიძე – მთარგმნელი;
- სახალხო და მასშტაბური კონკურსი „გახდი ბესტსელერის ავტორი 2019“ დაიწყო. კონკურსის მნიშვნელობასა და პირობებზე საუბრობს გამომცემლობის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნათია ზაქრაძე;
- თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება 3 თვიანი სტაჟირების პროგრამას გვთავაზობს. პროექტის პირობებს გაგვაცნობს ნინო სანადირაძე – თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების ხელმძღვანელი;