არტნიუსი - „დინამოს“ გამარჯვების ისტორია მხატვრული ფილმის სახით კინოეკრანებზე გამოვა / მერაბ აბრამიშვილის ნამუშევრები ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში / პრემიერა ამბროლაურის სახალხო თეატრში
- რეჟისორ მარკ ვების ფილმი „სამერის ხუთასი დღე“ მზიურის თავისუფალი ჩვენებების სივრცეში;
- მერაბ აბრამიშვილის ნამუშევრები ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში. მერაბ აბრამიშვილის შემოქმედებაზე საუბრობს მხატვარი შალვა მატუაშვილი;
- ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ბულგარელი და ქართველი მხატვრების ერთობლივი გამოფენა – „გამოსახულებით და მსგავსებით“ იმართება. სატელეფონო ჩართვა: ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის დირექტორის მოადგილე თათა ქსოვრელი;
- 22-28 მარტს საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრი უმასპინძლებს 9 მოკლემეტრაჟიანი ქართული მულტფილმის ჩვენებას. პროგრამის კურატორის გიორგი კაკაბაძის ჩართვა;
- რუსთაველის თეატრში 25 მარტს ამირან შალიკაშვილის 80 წლის იუბილე ჩატარდება.
- პრემიერა ამბროლაურის სახალხო თეატრში. საუბრობს თეატრალური საზოგადობის თავმჯდომარე გიორგი გეგეჭკორი;
- „ბედნიერი 13“ – „დინამოს“ გამარჯვების ისტორია მხატვრული ფილმის სახით კინოეკრანებზეც გამოვა. მომავალი ფილმის შესახებ საუბრობს სცენარის ავტორი გიორგი მეგრელიშვილი;
- აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის, მიხეილ შარვაშიძის უმცროსი ქალიშვილის – ბარბარე (ბაბო) შარვაშიძის მემუარები. სატელეფონო ჩართვა: მაია ცერცვაძე – მთარგმნელი, ისტორიის დოქტორი.