არტნიუსი - ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი (BIAFF)
- ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი (BIAFF), რომელიც კოვიდ პანდემიის გამო გადაიდო, ონლაინ ფორმატში ტარდება. ბიაფის პროგრამის შესახებ საუბრობს ლაშა ხალვაში -ფესტივალის ორგანიზატორი;
- ლისაბონში, დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე Doclisboa ქართული კინოს მასშტაბური რეტროსპექტივა მიმდინარეობს. ჩართვა: გაგა ჩხეიძე – საქართველოს კინოცენტრის დირექტორი;
- ირინე ჟორდანიას ფილმი „მარქსის ქუჩა #12“ წელს ევროპული კინოაკადემიის ჯილდოს კანდიდატია მოკლემეტრაჟიანი ფილმების კატეგორიაში;
- ქართული წარმოშობის ახალგაზრდა იტალიელ მსახიობ ლუკა ჩიქოვანს რეჟისორ ჯოვანი ტროილოს ფილმში „რომის ძალა“ (Рower of Rome) გადაიღებენ;
- ჟალა ვაჰიდის პერსონალურ გამოფენა, სახელწოდებით „კლდის ციხე-სიმაგრე“;
- ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში პრინტის საერთაშორისო ფესტივალი იმართება. საუბრობს: ნანა ყირმელაშვილი – პრინტ ფესტივალის დამფუძნებელი;
- მადრიდის საგამოფენო დარბაზ „მადოსში“ სოფია ფარჯიანის გამოფენა გაიხსნა. ჩართვა: სოფიო ფარჯიანი – მხატვარი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: