არტნიუსი - ავთანდილ გახოკიძის ფერწერული სერია „ოქროს ეროსი“ / ფოტოკონკურსი „უცნობი პორტრეტები - ქალები და აქტივიზმი“
- პროექტის „6 ქალის ამბავი“ ფარგლებში 21 აპრილს წიგნის მაღაზია „სანტა ესპერანსაში“ წარადგენენ 6 ქართველი ქალი ავტორის წიგნებს.
- ქრისტინე ფაღავა ბულეზი საუბრობს წიგნზე „ერთი უჩვეულო ოჯახი“, მწერალი შორენა ლებანიძე წარადგენს წიგნს „მანანა ანუა / ტყვეობის 52 დღე“, ლიტერეტორი როსტომ ჩხეიძე – მედეა ზაალიშვილის „ცაში გამოკიდებულ სახლს“;
- ფოტოკონკურსი „უცნობი პორტრეტები – ქალები და აქტივიზმი“. სატელეფონო ჩართვა: ნათია თავბერიძე – „ადამიანის უფლებათა სახლების“ კოორდინატორი;
- ავთანდილ გახოკიძის ფერწერული სერია „ოქროს ეროსი“. სატელეფონო ჩართვა: დედიკა ბულია – „დედიკას გალერეის“ დამფუძნებელი;
- კინოაკადემიის ლურჯ დარბაზში პირველი საბავშვო კინოკლუბი „შერეკილები“ გაიხსნა. საუბრობს კინომცოდნე ანა ლომიძე;
- გიორგი თავართქილაძის „ცუდი ხალხი“ ლონდონში, Discover Film Festival-ზე, საუკეთესო დრამატული ფილმის ჯილდოს მფლობელი გახდა.
- 23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეა.