პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეიმუშავა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, არის სარეკომენდაციო ხასიათის და სამართლებრივ ვალდებულებებს არ იწვევს, მაგრამ იმის გამო, რომ როგორც სახელისუფლო, ასევე ოპოზიციური პარტიები მონაწილეობდნენ მის შექმნაში და ხელსაც აწერენ, საარჩევნო პროცესის მშვიდ ვითარებაში წარმართვის ერთგვარ გარანტიებს თუ არა, იმედს მაინც იძლევა.
სატელეფონო ჩართვა: ანა მიქელაძე – ცეესკოს პრესსპიკერი, ვახუშტი მენაბდე – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი, ლადო ბოჟაძე – ანალიტიკოსი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: