არჩევნები 2020 - კორონავირუსი და მოახლოებული არჩევნები
არჩევნები 2020 - კორონავირუსი და მოახლოებული არჩევნები

მთავარ შეკითხვას – გასცემს თუ არა გარანტიებს ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომ არჩევნების დღეს, უბნებზე ხმის მიცემა იქნება უსაფრთხო გარემოში, სტუმარი პასუხობს – დიახ! ცენტრალური საარჩევნო კომისია საგანგებოდ ემზადება, რომ ამომრჩეველიც, საუბნო კომისიის თანამშრომლებიც, ჟურნალისტებიც, დამკვირვებლებიც სათანადოდ იყვნენ დაცული. არჩევნებამდე ჯერ თვენახევარზე მეტია დარჩენილი და არ ვიცით, ოქტომბრის ბოლოს როგორი ვითარება იქნება, ამიტომ საგანგებო საქმიანობის პროტოკოლი არჩევნების წინა დღეებში იქნება საბოლოოდ გაწერილი, რომელშიც ეპიდემიოლოგების ყველა რეკომენდაციას გავითვალისწინებთ.

სტუმარი: ანა მიქელაძე – ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: