სტაგნაციაში მყოფი ეკონომიკა რეცესიისთვის ემზადება

კორონა ვირუსის გამო 0%-იანი ეკონომიკური ზრდაც კი სანატრელია

 

ბოლო წლებში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა 3-5%-ის ფარგლებში იზდებოდა, ჯერ კიდევ იანვარ-თებერვალში საქართველოს მოსახლეობა ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპებს ითხოვდა. მიუხედავად პრობლემებისა, კვლავ იყო იმის შესაძლებლობა, თუნდაც მცირედი შანსი, რომ მშპ-ს ზრდის ტემპი უახლოეს 2-3 წელიწადში 7-9%-მდე გაზდილიყო. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) პროგნოზით, რომელიც თებერვალში გააკეთეა 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.3 პროცენტით გაიზრდებოდა. ამასთანავე, ფონდის პროგნოზით, ინფლაცია დაგეგმილ 3 პროცენტიან მაჩვენებელს წლის ბოლოს მიაღწევდა. სავალუტო ფონდი ასევე დადებითად აფასებდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას.

აქვე აღსანიშნავია, რომ წინასწარი შეფასებების მიხედვით, 2019 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 5.2 პროცენტი შეადგინა, რაც სსფ-ის 4.6 პროცენტიან პროგნოზს აღემატება. ასევე ნორმალურად დაიწყო მიმდინარე წელი, როდესაც იანვარში საქართველოს ეკონომიკის 5,1%-იანი, ხოლო თებერვალში 2,2%-იანი ზრდა დაფიქსირდა. თუმცა, მარტში და აპრილში მსოფლიოს მასშტაბით ახალი კორონავირუსის გავრცელებამ არამხოლოდ საქართველოს არამედ მსოფლიო ეკონომიკა სტაგნაციის (უძრაობის) შეჟიმში ჩააყენა. უცნობია როდის შეძლებეს საზოგადოება ჩვეულებრივი მუშაობის რიტს დაუბრუნდეს. სტაგნაციის რეჟიმში ეკონომიკა დიდხანს ვერ გაძლებს და თუ მარტში ჯერ კიდევ ოპტიმისტური ეკონომიკური ზრდის პროგნოზები კეთდებოდა (უმეტესწილად სხვადასხვა ქვეყნებში მშპ-ს ზრდის ტემპის შენელებაზე საუბრობდნენ), აპრილში მსოფლიო უკვე ხვდება რომ წელს 0%-იანი ეკონომიკური ზრდაც კი წარმატება იქნება რიგი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის.

ასე მაგალითად, თუ სსფ მარტში საქართველოს წლიურ 4,3%-იან ზრდას უწინასწარმეტყველებდა, უკვე აპრილის დასაწყისში აზიის განვითარების ბანკის პროგნოზით ჩვენი ქვეყნის მშპ-ს ზდის ტემპი 0%-მდე დაეცემა.

მსოფლიოს ერთერთმა ყველაზე გავლენიანმა სარეიტინგო სააგენტომ, Fitch-მა გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3 თვიან შუალედში გაანახევრა. სააგენტო გასული წლის დეკემბერში 2,5%-იან გლობალურ ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებდა, მარტის შუა რიცხვებში განახლებული პროგნოზი კი 1,3%-ია.

“გლობალური მშპ კლებულობს და ყველა განმარტებით ჩვენ უკვე გლობალური ეკონომიკური რეცესიის ტერიტორიაზე ვართ”, — ნათქვამია ორგანიზაციის მიერ მომზადებულ დასკვნაში. წინა პროგნოზთან შედარებით, ამ მოცემულობაში გლობალური ეკონომიკის დანაკარგი 850 მილიარდი დოლარი იქნება. ამასთანავე, ორგანიზაციის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ვირუსის უფრო ფართო და მწვავე გავრცელების შემთხვევაში გამორიცხული არ არის მსოფლიო მშპ-ს მეტად შემცირებაც.

ორგანიზაციის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა 5%-ით შემცირდა. ამასთანავე ახალ კორონავირუსთან მიმდინარე ეფექტური ბრძოლის ფონზე წლის მეორე ნახევარში ეკონომიკური ზრდაა პროგნოზირებული. ამგვარად, ჩინეთის ეკონომიკური პროგნოზი დეკემბერში ნავარაუდევი 6,1%-იდან 3,7%-მდე მცირდება. იმ შემთხვევაშიც თუ ჩინეთის ეკონომიკა წელს 3,7%-ით გაიზრდება, ეს ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იქნება. თუ გავითვაიწინებთ იმ ფაქტს, რომ სხვადასხვა ქვეყნების მსხვილი მწარმოებლები ერთი მეორეს მიყოლებით ხურავენ ქარხნებს ჩინეთის ტერიტორიაზე. ამ ფონზე, ჩინეთს წლის ბოლოს 3,7%-იანი ზრდის მიღწევაც გაუჭირდება.

სააგენტო, ეკონომიკური ზრდის შემცირებას ელოდება იტალიასა და ესპანეთში. Fitch-ის პროგნოზით, იტალიის ეკონომიკა 2%-ით შემცირდება, ხოლო ესპანეთის 1%-ით. რაც შეეხება მთლიანად ევროზონას, აქ 0,4%-იანი კლებაა ნავარაუდევი.

ეს სცენარები არ ითვალისწინებს მსოფლიოში გადაადგილების კიდევ უფრო შეზღუდვის ვარიანტს. იმ შემთხვევაში თუ გადაადგილება კიდევ უფრო გართულდება, ეკონომიკური სურათიც უარყოფითად შეიცვლება. უარეს სცენარში ევროზონის მშპ 1,5%-ით შემცირდება, აშშ-ს 1%-ით, ხოლო ჩინეთის ზრდა 2%-ს გაუტოლდება. კორონავირუსის პანდემიის გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დრო დასჭირდება მის დამარცხებას. ჯერ-ჯერობით პანდებია კვლავ განაგრძობს ზრდას, რაც  ისედაც პესიმისტური პროგნოზების კიდევ გაუარესებას იწვევს.

თუ ჯერ კიდევ მარტში აზიის განვითარების ბანკი პანდემიით გამოწვეულ ზიანს 77 (0.08% მშპ) მილიარდ დოლარიდან 347$ მილიარდამდე (0.4% მშპ) ვარაუდობდა. ბოლო პროგნოზების მსოფლიო ეკონომიკის დანაკლისი 850 მილიარდიდან 1 ტრილიონამდე იქნება.

მსოფლიო ბანკის მიერ აპრილის მეორე კვირაში განახლებული რეგიონალური პროგნოზის მიხედვით, მთლიანად ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში რეცესია არის მოსალოდნელი და ის -4.4 პროცენტსა და -2.8 პროცენტს შორის მოექცევა.

რაც შეეხება საქართველოს, მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორის სებასტიან მოლინეუსის შეფასებით, პანდემიის გამო საქართველოს მშპ-ის ზრდის ტემპი საგრძნობლად შემცირდება და არც რეცესიის ალბათობა არ არის გამორიცხული. მოლინეუსის განცხადებით, მსოფლიო ბანკი საქართველოსთვის 2020 წელს -0.2%-დან 2%-მდე ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.

“COVID-19 -ით გამოწვეული კრიზისის გამო ჩვენ ველოდებით საკმაოდ მნიშვნელოვან გავლენას საქართველოს ეკონომიკაზე. ეს ძირითადად განპირობებულია მოგზაურობის აკრძალვით, რაც რა თქმა უნდა, გავლენას იქონიებს ტურიზმზე და შიდა შეკავების მექანიზმები შეამცირებს ადგილობრივ მოთხოვნას. ჩვენი მოლოდინით, მშპ შემცირდება და 2020 წელს მოექცევა -0.2 პროცენტსა და 2 პროცენტს შორის შუალედში, ვიდრე 2021 წელს ეკონომიკის აღდგენა დაიწყება.

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის სერიოზული შემცირებაა მოსალოდნელი, ამის შესამსუბუქებლად კი მთავრობა სხვადასხვა ცვლილებების გატარებას გეგამავს ბიუჯეტში.

“ეკონომიკური გამოწვევები არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, ჩვენ ეკონომიკის ზრდის სერიოზულ შემცირებას ველოდებით. ამას ვგეგმავთ და, შესაბამისად ბიუჯეტში ცვლილებებიც შეგვაქვს. საქვართველოს მთავრობა უკვე მუშაობს ამ გამკაცრებული ღონისძიებების, კარანტინის და საგანგებო მდგომარეობის პირობებიდან გამოსვლის გეგმაზე. ეს ვერ მოხდება ერთ დღეში და ერთ კვირაში, ეს უნდა იყოს აბსოლუტურად გააზრებული გეგმა, რომელმაც უნდა დაიცვას ბალანსი მოქალაქის ჯანმრთელობის/კოვიდ-19-ის გავრცელების შეჩერების და ასევე ეკონომიკური პოტენციალის შენარჩუნების და სამუშაო ადგილების ამუშავების”, – განმარტა გახარიამ.

მსოფლიო ჯერ არ ნახული ეკონომიკური კრიზისის ზრვარზეა. კრიზისის, რომელიც შესაძლოა „დიდ დეპრესიაზე“ უფრო დიდი დეპრესია აღმოჩნდეს. ეს კი სოციალური აფეთქებებისთვის კარგ ნიადაგს აჩენს. შესაბამისად ორმაგად მნიშვნელობას იძენს ამ პირობებში ქვეყნის ხელისუფლებების ქმედებები, თუ არ მოხდა ეკონომიკური პოლიტიკის ვექტორის მნიშნელოვანი ცვლილება განვითარებადი ქვეყნები არამხოლოდ ფინანსური კრიზისის არამედ სოციალური აჯანყენების პოლიგონად იქცევა.

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.