ნარკოპოლიტიკის ფინანსები

ფოტო გარეკანზე: flickr.com

ბოლო პერიოდში ნარკოპოლიტიკა კიდევ ერთხელ გახდა განხილვის საგანი. მას შემდეგ რაც რეპ-ჯგუფის წევრები დაიჭირეს 2 გრამამდე ექსტაზის ქონის გამო. მომღერლებს პირველი ინსტანციის სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო სააპელაციომ უკვე გირაოს ნაცვლად გაანთავისუფლა. ამ მოვლენების შემდეგ აქტიურად დაიწყო მთავრობის წევრების მხრიდან ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკის შეცვლის აუცილებლობაზე საუბარი. ჯერ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და შემდეგ ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ნარკოპოლიტიკის შეცვლის საჭიროებაზე გაამახვილეს ყურადღება და პარლამენტს ამ კუთხით ცვლილებების მიღების დაჩქარებისკენ მოუწოდეს. საინტერესოა, დღევანდელი ნარკოპოლიტიკით რა თანხას ხარჯავს სახელმწიფო ამ პრობლემის წინააღმდეგ საბრძოლველად და რა შედეგებს ვიღებთ.

შსს-ს ინფორმაციით 2015 წელს ნარკოტესტირებაზე 37 503 ადამიანი გადაიყვანეს.  ნარკოტესტირებაზე გადაყვანილი პირებიდან ჯამში 14 138 დაუდგინდა მოხმარების ფაქტი. მათგან 10 894-ს – ნარკოტიკული საშუალების, ხოლო 3 244-ს – ფსიქოტროპული ნივთიერების. ანუ, შემოწმებულ მოქალაქეთა მხოლოდ 37%-ის შემთხვევაში აღმოჩნდა ძალოვანი სტრუქტურების ეჭვი საფუძლიანი.

2014 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელი 12 742-ია. წლების მიხედვით ნარკოტესტირებაზე გადაყვანის მაჩვენებელი ასეთია: 2012 წელს 21 749 პირი, 2013 წელს – 60 196, ხოლო 2014 წელს – 50 865. ბოლო წლებში ნარკო ტესტირებაზე გადაყვანილი მოქალაქეებიდან აკრძალული ნივთიერების მოხმარება საშუალოდ 30-35% აღმოაჩნდა.

 

რაც შეეხება ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების გამო მოქალაეების დაჯარიმების სტატისტიკას ის ასე გამოიყურება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მონაცემებით, უკანასკნელი წლების განმავლობაში ყველაზე მეტი პირი აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 2013 წელს იქნა დაჯარიმებული – 13 572 პირი, 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 9 142 პირამდე შემცირდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ჯარიმა შეადგენს 500 ლარს, მაშინ, ჯარიმათა საერთო ოდენობამ 2013 წელს შეადგინა 6 786 000 ლარი, ხოლო 2014 წელს 4 571 000 ლარი.

ნარკოტიკული საშუალებების მომხარების, ან/და შეძენა, შენახვა, რეალიზაციისთვის ყოველწლიურად დაკავებულ პირთა რაოდენობა ბევრად აღემატება სხვა ტიპის დანაშაულებებს. 2016 წელს რეგისტრირებულ დანაშაულთა 37% სწორედ ნარკოტიკული ტიპი კანონდარღვევას განეკუთვნება. ასე მაგალითად:

საქართველოს უზენაესი სასამრთლოს მონაცემების მიხედვით, 2014 წელს ყველაზე მეტი პირი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისათვის არის მსჯავრდებული – 4003, რომელთაგან 24,3%-ისშემთხვევაში სასჯელის ზომად გამოყენებულია თავისუფლების აღკვეთა, 52% – პირობითი მსჯავრი,ხოლო 20.1%-ის შემთხვევაში ჯარიმა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2009 წლიდან 2012 წლამდენარკოტიკული საშუალებების მოხმარებისათვის მსჯავრდებულთა კლებადი ტენდენცია შეინიშნებოდადა 2012 წელს მოხმარებისთვის მსჯავრდებულთა რაოდენობამ სულ 861 პირი შეადგინა. თუმცა, ამავესტატისტიკიდან ჩანს, რომ 2013 და 2014 წლებში ნარკოპოლიტიკა საქართველოში კვლავ გამკაცრდადა 2009 წლის ნიშნულს დაუბრუნდა, კერძოდ აღნიშნული დანაშაულისათვის მსჯავრდებულთარაოდენობა 2014 წელს შეადგენს 4003 პირს, რაც დაახლოებით 4-ჯერ აღემატება 2012 წლისმონაცემებს.

ვროპის საბჭოს მიერ მომზადებული 2014-2015 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ციხეებში პატიმრების 30% ნარკოდანაშაული გამო ზის, რაც პროცენტულად ყველაზე გავრცელებული დანაშაულია. ფოტო: netgazeti.ge

აქვე აღსანიშნავია, რომ მცირე ოდენობით ნაკოტიკის შეძენა, შენახვისთვის 4-7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს დღევანდელი კანონმდებლობა, ხოლო დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობა 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობით ისჯება. თუ მარიხუანის შემთხვევაში განსაზღვრულია მცირე, საშუალო და დიდი დოზები კანონით, სხვა ნარკოტიკების შემთხვევაში არაა გაწერილი ამა თუ იმ ნარკოტიკის დოზირება, რაც ავტომატურად ნებისმიერი ოდენობის აღმოჩენის შემთხვევაში სამართალდამცავი სტრუქტურები მას აკუთვნებენ როგორც დიდ ოდენობას და შედეგად ვიღებთ ისეთ შემთხვევებს, როდესაც 0,05 გრამი დეზომორფინის ან/და 1 გრამი ექსტაზის ფლობა 20 წლით თავისუფლების აღკვეთის საბაბი შეიძლება გახდეს. სწორედ ასეთი მკაცრი ნარკოპოლიტიკის შედეგია, რომ ქართულ ციხეებში ნარკოდანაშაულისთვის ყველაზე მეტი პატიმარი ზის. პატიმართა შენახვისთვის ყოველწლირად მილიონობით ლარი იხარჯება ბიუჯეტიდან.

სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროსგან ინფორმაციის მიხედვით, მიმდიანრე 2015 წელს სამინისტროს ბიუჯეტიდან ერთი პატიმრის შესანახად დღიურად 31 ლარი და 28 თეთრი იყო გამოყოფილი. რაც მცირედით ნაკლებია წინა წლის დღიურ ხარჯთან შედარებით. 2014 წლის ბიუჯეტიდან ერთი პატიმრის შენახვის დღიური ხარჯი – 33,69 ლარი იყო. გამოდის, რომ 2015 წელს ერთი პატიმრის შესანახად სახელმწიფო ყოვეწელიურად 11 417 ლარს ხარჯავს. თუ გავითვალისწინებთ, რომ პატიმართა 30% ნარკოდანაშაულისთვის იხდის სასხელს ყოველწლიურად მათი ციხეებში შენახვა სახელმწიფო 30-40 მილიონი ლარი უჯდება.

პატიმრების შენახვისთვის საჭირო თანხებს ემატება ნარკოტესტირებისთვის გაწეული ხარჯები. სახელმწიფო წელიწადში 15 მილიონზე მეტ ლარს ხარჯავს ნარკოტესტირების მიზნით მხოლოდ და მხოლოდ შარდის ანალიზში.”წელიწადში სახელმწიფო დაახლოებით 2 ტონა შარდს იბარებს მოქალაქეებისგან, 1 ლიტრ შარდში ვიხდით 6 ათას ლარს, როცა ერთი სტუდენტის 100 პროცენტიანი გრანტი სახელმწიფოს 2,250 ლარი უჯდება, ერთი მოსწავლის წლიური ვაუჩერი, ერთი პენსიონერი კი 1920 ლარს.ბიბლიოთეკების შენახვაში წელიწადში 8 მილიონ ლარს ვხარჯავთ, ამ შარდის ჩაბარებაში კი 15 მილიონ ლარს”. – აღნიშნავს ზურაბ ჯაფარიძე

საგულისხმოა, რომ ყოველწლიურად იკლებს ნარკოტესტირებაზე გადაყვანილ მოქალაქეებში იმ პირთა რიცხვი, ვისაც აკრძალული ნივთიერებათა მოხმარება დაუდგინდათ. ასე მაგალითად, შსს-ს მონაცემებით, 2016 წლის პირველ ნახევარში ნარკოტესტირებაზე გადაყვანილ პირთა მხოლოდ 27%-ს დაუდგინდა ნარკოტიკის მოხმარება. კერძოდ, 2016 წლის 6 თვეში ნარკოტესტირებაზე დაახლოებით 14 ათასზე მეტი ადამაინი გადაიყვანეს, აქედან მოხმარება 3 849-ს დაუდგინდა.

ჩატარებული ნარკოტესტირების რაოდენობა შთამბეჭდავია. 2013 წლიდან მოყოლებული 2016 წლის პირველი ნახევრის ჩათვლით, ნარკოტესტირება სულ ჩაუტარდა 113,129 ადამიანს, რაც საქართველოს მოსახლეობის 3,2%-ს შეადგენს.

მოკლედ, რომ შევაფასოთ სახელმწიფო ნარკოტესტირებაზე და ნარკოდანაშაულისთვის დაჭერილ მოქალაქეებზე ყოველიურად 50 მილიონამდე ლარს ხარჯავს. აქ არ შედის ძალოვანი სტრუქტურების ხარჯები, რაც გათვლილი ამ პრობლემის წინააღმდეგ საბრძოლველად. ახლა შევხედოთ მეორე მხარეს, თუ რამდენს ხარჯავს სახელმწიფო ნარკოდამიკიდებულთა სამკურნალოდ.

საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს 2014 წლის ბიუჯეტის გეგმითნარკომანიის სახელმწიფო პროგრამისთვის გათვალისწინებული იყო 4 388 500 ლარი, საიდანაც ფაქტიურმა ხარჯმა შეადგინა 4 190 563 ლარი. აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს ნარკომანიით დაავადებულ პირთა მკურნალობასა და ჩამანაცვლებელი თერაპიით (ე.წ. „მეტადონის პროგრამა“) უზრუნველყოფას. როგორც აღნიშნული პროგრამის მიღწეული შედეგების ამსახველი დოკუმენტაციიდან ირკვევა 2014 წელს აღნიშნული თანხით განხორციელდა სამი ათასზე მეტი ბენეფიციარის ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტით მეტადონით უზრუნველყოფა, ხოლო სტაციონალური დეტოქსიკაციისა და რეაბილიტაციის კომპონენტით ისარგებლა 286 ბენეფიციარმა.

რაც შეეხება ნარკოტიკების მოხმარების წინააღმდეგ მიმართულ სოციალურ კამპანიებს, ასეთი საქართველოში ფაქტობრიავდ არ არსებობს. შსს-მ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით შინაგან სამინისტრომ ბოლო წლებში ერთადერთი კამპანია ჩაატარა ნარკოტიკების მომხარების წინააღმდეგ, რომელიც ბიო ნარკოტიკს ეხებოდა. 2014 წლის 24 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაანონსდა დასაწყისი ფართო ანტინარკოტიკული კამპანიისა – „არა ბიონარკოტიკს”. კამპანიაში ასევე ჩაერთნენ ისეთი სახელმწიფო უწყებები, როგორიცაა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

საბოლოოდ, სახელმწიფო ნარკოდამიკიდებულთა დასახმარებლად ან/და ამ პრობლემის პრევენციისათვის წელიწადში 5 მილიონ ლარამდე ხარჯავს. ხოლო მასთან სარბძოლველად 50 მილიონ ლარზე მეტს. თუ ყველა განვითარებულ ქვეყანაში ნარკომანია დაავადებად მიიჩნევა და ხელისუფლებები მასთან სამკურნალოდ დიდ თანხებს ხარჯავენ, ჩვენ ნარკოდამოკიდებულებს უბრალოდ ციხეში ვსვავთ.

წამალდამოკიდებულთა მკურნალობის ხარჯები პაციენტის მდგომარეობაზეა დამოკიდებული თუმცა ექიმი-ნარკოლოგები განმარტავენ, რომ რაციონალური დეტოკსიკაცია, რომელიც 1 თვემდე გრძელდება, დაახლოებით 2000-2500 ლარამდე ჯდება. გარდა ამისა, არსებობს ჩანაცვლებით, ე.წ. მეტადონით მკურნალობა, რომელიც თვეში 220 ლარი ჯდება, ხანგრძლივობა კი პაციენტის საჭიროებიდან გამომდინარე, 2 თვიდან 2 წლამდე მერყეობს. ანუ, მოკლედ, რომ შევაფასოთ ერთი ნარკოდამიკიდებული ადამიანის მკურნალობა 2000 ლარიდან 5000 ლარამდე ჯდება, ხოლო მისი მხოლოდ ციხეში შენახვა 11 ათას ლარზე მეტი. გარდა იმისა, რომ ეს ადამიანები კარგავენ ცხოვრებაში ნორმალური სამსახურისა და წარმატების საშუალებას, მას შემდეგ რაც სასჯელს მოიხდიან, ამასთან ციხეებში არ ხდება მათი განკურნება და განთავისუფლებული ისევ ხდება ნარკოდამოკიდებული.

„ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ წარმომადგენელი მაკა გოგიას განცხადებით მკაცრი/სადამსჯელო ნარკოპოლიტიკის მიუხედავად, ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებელთა რაოდენობა წლიდან-წლამდე იზრდება. ქსელის მონაცემებით, ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებელთა რაოდენობა 2010  წელს 40 000 იყო, 2012 წელს – 45 000, 2014  წელს კი – 49,700.

საერთაშორისო გამოცდილება

ნარკოპოლიტიკის შეცვლით ყველაზე კარგი მაგალითია პორტუგალია, რომელიც 2000-იანი წლების დასაწყისში ნარკოდამოკიდებული მოსახლეობით ევროპაში ლიდერებში იყო. 2002 წლიდან პორტუგალიამ რადიკალურად შეცვალა ნარკოპოლიტკია და ძალადობრივი, სადამსხელო მიდგომებიდან ლიბერალურ და განათლებაზე კონცენტრირებულ ნარკოპოლიტიკაზე გადავიდა. საბიუჯეტო სახსრები მიმართა სარეაბილიტაციო ცენტრების მშენებლობასა და გამართულ ფუნქციონირებაზე. შედეგად, პორტუგალიაში ნარკომომხმარებლების რაოდენობა განახევრდა და ნარკომოხმარების სტატისტიკით პირველმა ქვეყანამ ბოლოსწინა ადგილზე გადაინაცვლა.

1990-2001 წლებში პორტუგალია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ნარკოდამოკიდებულ ქვეყნად ითვლებოდა, სადაც ზედოზირების შედეგან სიკვდილიანობით ქვეყანა პირველ ადგილზე იყო. ქვეყანაში დიდი ოდენობით ნარკოდამოკიდებული ადამიანი ცხოვრობდა. ხელისუფლება წლების განმავლობაში ებრძოდა ნარკომანიას ჯარიმებისა და სხვა სადამსჯელო ოპერაციებით, თუმცა უშედეგოდ ნარკოდამოკიდებულთა რაოდენობა არ მცირდებოდა. 2001 წლიდან პორტუგალიის მთავრობამ რადიკალურად შეცვალა ნარკოპოლიტიკა და ყველა ნარკოტიკის დეკრიმინალიზაცია მოახდინა. ახალი ნარკოპოლიტიკის მიხედვით, ნარკომომხმარებელს, რომლებსაც ათი დღის განმავლობაში რომელიმე ნარკოტიკი აქვთ მოხმარებული, მიემაგრებათ სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, ექიმი და ადვოკატი, რათა დაეხმარონ გამოსწორებაში. მათ რაიმე სახის ჯარიმა ან სასჯელი არ ემუქრებათ.

მას შემდეგ, რაც პორტუგალიამ ყველა ნარკოტიკი დეკრიმინალიზებული გახადა, მომხმარებელთან რაოდენობამ ეტაპობრივად იკლო.

ნარკოტიკებისა და ნარკოტიკების მოხმარების მონიტორინგის ევროპული ცენტრის ინფორმაციით ზედოზირებით სიკვდილიანობის კუთხით პორტუგალია ბოლოდან მეორე ადგილზეა და მხოლოდ რუმენთს ჩამორჩება. სტატისტიკა დათვლილია ქვეყნების მიხედვით თუ რა რაოდენობის ადამიანი იღუპება ზედოზირებით ყოველ ერთ მილიონ კაცზე.

 

აქვე აღსანიშნავია, რომ ევროპის და მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას მხოლოდ დადებითი ეფექტები მოაქვს ქვეყნისათვის. ნარკოპოლიტიკა, რომელიც მიმართულია პრობლემის პრევენციაზე და არა მომხმარებლების დაჯარიმებასა და მკაცრ დასჯაზე, ბევრად უფრო ეფექტურია. ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია იწევევს ნარკომომხმარებლების შემცირებას, ზედოზირების რაოდენობის კლება, ზოგადად კრიმინალის შემცირებას და ა.შ. განვითარებული ქვეყნების სრულ უმრავლესობაში არ სჯიან ნარკოტიკის მომხმარებლებს და ცდილობენ მათ დახმარებას სოციალური მუშაკების მეშვეობით.

დასკვნის მაგიერ

საზოგადოების დიდი ნაწილი თანხმდება, რომ საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკა კრიტიკას ვერ უძლებს. ერთი შეხედვით ხელისუფლებაც ამ აზრზეა. “ქართული ოცნება” ჯერ კიდევ 2012 წლის წინასააწჩევნო პროგრამაში საუბრობდა ნარკოპოლიტიკის შეცვლის აუცილებლობაზე. მას შემდეგ 4 წელი გავიდა და პრაქტიკულად არაფერი შეცვლილა. მიუხედავად იმისა, რომ ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა შედეგს არ გვაძლევს და ნარკომომხმარებელთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, პარლამენტისა და მთავრობის მხრიდან ვერ ვხდევათ კონკრეტულ ქმედით ნაბიჯებს. შედეგად დღეს ქვეყნის ბიუჯეტი იმაზე ბევრ ფულს ხარჯავს ნარკომომხმარებელთა გამოვლენასა და დაპატიმრებაზე, ვიდრე ამ ადამიანების მკურნალობას დასჭირდებოდა.

დროა, საზოგადოებამ და ხელისუფლებამ ერთად ებრძოლოს ნარკომანიის პრობლემას, რომელიც გამოიხატება პირველ რიგში ადეკვატური კანონმდებლობის შემუშავებაში. რომლის ფარგლებშიც მოხდება ნარკოტიკების დოზირებების განსაზღვრა და მაგალითად 1 გრამი ექსტაზის მქონე ადამიანს არ მოუწევს ციხეში უფრო მეტი დროის გატარება, ვიდრე მას ვინც განზრახ მკვლელობის ან პედოფილიის მუხლით იხდის სასჯელს. ამასთან, აუცილებელია მომხმარებელთა გათავისუფლება სასჯელისგან და მათთვის მკურნალობის სხვადასხვა მეთოდების შეთავაზება.  გარდა ამისა, აუცილებელია ხელისუფლებამ სოციალური კამპანიის მეშვეობით საზოგადოებას მუდმივად შეახსენოს ნარკოტიკების მოხმარების უარყოფითი შედეგები. ასევე სკოლებსა და ინსტიტუტებში მოსწავლეთათვის  აქტიურად უნდა ხდებოდეს ნარკომანიის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.