საქართველოს კონკურენციის სააგენტო 2014 წლის 14 აპრილის „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეიქმნა. რომლის დებულებაც საქართველოს მთავრობის N288 დადგენილების შესაბამისად, დამტკიცდა მისი დებულება.
„კონკურენციის შესახებ“ კანონის თანახმად, კონკურენციის სააგენტო არის დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ – მინისტრის მიერ დანიშნული თავმჯდომარე. კონკურენციის სააგენტო ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საზოგადოების წინაშე.
სააგენტოს მიზანია საქართველოში ბაზრის ლიბერალიზაციის, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის ხელშეწყობა. კერძოდ:
ა) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ ბაზარზე შესვლის ადმინისტრაციული, სამართლებრივი და დისკრიმინაციული ბარიერების დაუშვებლობა;
ბ) ბაზარზე ეკონომიკური აგენტის თავისუფალი დაშვებისათვის სათანადო პირობების უზრუნველყოფა
გ) ეკონომიკურ აგენტებს შორის კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვის დაუშვებლობა
დ) ეკონომიკური აგენტების საქმიანობაში თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაცვა;
ე) დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების დაუშვებლობა;
ვ) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ ეკონომიკური აგენტებისათვის ისეთი ექსკლუზიური უფლებამოსილების მინიჭების დაუშვებლობა, რომელიც იწვევს კონკურენციის არამართლზომიერ შეზღუდვას;
ზ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას მაქსიმალური საჯაროობის, ობიექტურობის, არადისკრიმინაციულობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კონკურენციის საგენტოს მიზნების ევროპული ანალოგების შესაბამისია. თუ არ ჩავთვლით რამდენიმე გამონაკლისს, როგორიცაა დემპინგური კანონმდებლობა და სხვა. როგორც სააგენტოს დებულებაშია ნათქვამი იგი ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საზოგადოების წინაშე. თუმცა როგორ გამოიხატება ეს ანაგარიშვალდებყულება გაუგებარია. შეიძლება სააგენტო აბარებს გიორგი კვირიკაშვილის საკუთარი საქმიანობის შესახებ ანგარიშს, მაგრამ საზოგადოებამ ამ ფუფუნებას მოკლებულია. ის წლიური ანგარიშები, რასაც კონკურენციის სააგენტოს წარადგენს მოკლებულია ფინანსურ გათვლებს, ისეთებს როგორი პრქტიკითაც მოქმედებენ განვითარებული ქვეყნის კონკურენციის სააგენტოები. ასე მაგალითად, ლიტვის კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით 2015 წელს სააგენტომ 24 705 218 ევროს ჯარიმა გამოწერა, ხოლო მისი დაფინანსებისთვის დახარჯულ ყოველ 1 ევროზე ქვეყანამ 9 ევროს სარგებელი მიიღო უკან. ცნობისათვის ლიტვის კონკურენციის სააგენტოში 2015 წელს 48 ადამიანი იყო დასაქმებული, ხოლო მისი ბიუჯეტი 1,610 მლნ. ევრო იყო. მისი თანამშრომლების საშუალო თვიური ხეფასი 2 750 ევრო იყო. რაც შეეხება ლატვიის კონკურენციის საბჭოს 2015 წელს მისი ბიუჯეტი 1 060 814 ლარი იყო. საბჭოში 46 ადამიანი იყო დასაქმებული, რაც ნიშნავს, რომ თვიური საშუალო ხელფასი 1 921 ევროს შეადგენდა. ლატვიის კონკურენციის საბჭოს ინფორმაციით 2015 წელს საბჭოს საქმიანობის შედეგად ქვეყნის ეკონომიკამ დაახლოებით 51 მილიონი ევროს სარგებელი მიიღო. რაც შეეხება საქართველოს კონკურენციის სააგენტოს, თავისი 3 წლიანი არსებობის მანძილზე ერთადერთხელ დააჯარიმა კომპანიების კონკურენციის შეზღუდვის გამო. 2015 წელს ნავთობკომპანიები 54 მილიონი ლარით დააჯარიმა, თმცა ეს ჯარიმები დღესაც სადაოა და მეორე ინსტანციის სასამართლოში განიხილება. აქვე აღსანიშნავია, რომ სააგენტო ნავთობპროდუქტების ბაზარის შესწავლა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით დაიწყო. ისეთ სფეროები კი, რომლებიც თავისი სურვილით შეისწავლა, როგორც წესი დაბალ რისკიანი, მაგლითად ყავის ბაზარი და შესაბამისად დარღვევებიც ვერ აღმოაჩინა.
საინტერესოა კონკურენციის სააგენტოს დაფინანსების და ხელფასების ოდენობა. მიუხედავად იმისა, რომ სააგენტიოში საბიუჯეტო ორგანიზაციებთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხელფასებია და დასაქმებული კადრების ოდენობაც არაა მცირე (ლატვია, ლიტვა და ესტონეშიც დაახლოებით იგივე ოდენობის ადამიანია დასაქმებული), მისი საქმიანობა ნაკლებეფექტურია. 2015-16-17 წლებში კონკურენციის სააგენტოში 43 ადამიანია დასაქმებული. 2015 წელს სააგენტოს მთლიანი ბიუჯეტი 1,218 მილიონი ლარი იყო, საიდანაც სახელფასო ფონდზე 913 ათასი ლარი იყო გამოყოფილი. შესაბამისად, სააგენტოში დასაქმებული ადამიანის საშუალო თვიური ხელფასი 1 770 ლარს შეადგენდა. 2016 წელს იგივე ოდენობის დასაქმებულთა პირობებში სააგენტოს მთლიანი ბიუჯეტი 2 მლნ. ლარამდე გაიზარდა, საიდანაც 1,404 მილიონი სახელფასო ფონდი იყო. ანუ, 2016 წელს კონკურენციის სააგენტოში საშუალო თვიური ხელფასი 2 720 ლარი იყო, რაც 2015 წელთან შედარებით 950 ლარით მეტია, ანუ საშუალო ანაზღაურება 52%-ით გაიზარდა. 2017 წელს სააგენტოს დაფინანსება მცირედით შემცირდა და 1,9 მილიონ ლარს შეადგენდა, საიდანაც შრომის ანაზღაურებაზე 1,350 მლნ. ლარი დაიხარჯება. შესაბამისად, მიმდინარე წელს სააგენტოს თანამშორმლის საშუალო თვიური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 104 ლარით არის შემცირებული და 2 616 ლარს შეადგენს. რამ გამოიწვია 2015 წლიდან 2016 წლამდე ხელფასების რადიკალური მატება უცნობია, რადგან თუ სააგენტოს საქმიანობის წლიურ ანგარიშებს გადავხედავთ, რომ 2015-2016 წლებში სამსახური თითქმის ერთი და იგივე ოდენობის საქმეს ასრულებდა.
ქართულ რეალობაში გვაქვს ისეთი კონკურენციის შეზღუდვის ფაქტები, რომლებიც ნათლად წარმოაჩენს კანონდარღვევას, რაზეც წესით კონკურენციის სააგენტომ უნდა მოახდინოს რეაგირება, თუმცა სტატისტის როლში დგას. ასე მაგალითდ, რეგიონებში მცირე ინტერნეტ-პროვაიდერებს სურთ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით ინტერნეტის გაყვანა მოსახლეობისთვის, ამისათვის მათ ჭირდებათ ბოძები, რომლებიც „ენერგო პრო ჯორჯიას“ საკუთრებაშია, რომელიც თავის მხრივ აცხადებს, რომ ბოძების გამოყენების უფლება ექსკლუზიურად „მაგთიკომის“ მფლობელობაში მყოფ „დელტაკომს“ გადასცა. მცირე ინტერნეტ-პროვაიდერები მზად არიან რომ ბოძებზე მათი კაბელების გაყვანის შემთხევაში „ენერგო პროს“ ამ მომსახურებაში თანხა გადაუხადონ, როგორც მათი კონკურენტი დელტაკომი, მაგრამ ენერგო კომპანია უარზე დგას. ტექნიკურად ამ მომსახურების განხორციელებაში პრობლემა არ არის იმ ბოძებზე თავისუფლად შეიძლება სხვა კაბელების გაყვანა, რითაც ფინანსურად „ენერგო პრო ჯორჯიაც“ ისარგებლებს, მაგრამ „მაგთიკომი“ დაინტერესებულია, რომ ეს მომსახურება ექსკლუზიურად მას ჰქონდეს. შესაბამისად, მცირე ინტენეტ-პროვაიდერები არათანაბარ კონკურენტულ სიტუაციაში არიან და ხდება ექსკლუზიური უფრების ბოროტად გამოყენება. მიუხედავად იმისა, რომ მცირე-ინტერნეტ პროვაიდერებმა კონკურენციის სააგენტოს მიმართეს თხოვნით დაინტერესებულიყო ამ თემით, თუმცა სააგენტომ უარი განაცხადა ამ საკითხის შესწავლაზე. ერთის მხრივ „ენერგო პრო ჯორჯია“ ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის ზედამხედველობის ქვეშაა, მეორეს მხირვ მაგთიკომი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის რეგულაციებს ემორჩილება და მესამეს მხრივ გვყავს კონკურენციის სააგენტო, ანუ 3 დამოუკიდებელი მარეგულირებლის საქმიანობას ეხება ამ სფეროში პრობლემის მოგვარება და არცერთი ინტერესდება მცირე მეწარმეების პრობლემებით.
დასასრულისკენ შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს კონკურენციის სააგენტომ მთელი მისი არსებობის მანძილზე ერთადერთი ჯარიმა გამოწერა და ისიც არ შესულა ბიუჯეტში (დავა სასამართლოშია). სააგენტოს არ აქვს დათვლილი მისი საქმიანობის შედეგად საქართველოს ეკონომიკისთვის მიღებული სარგებელი და არ ახდენს მაღალრისკიანი ბაზრების მონიტორინგს, როგორიცაა ფარმაცია და სხვა.
დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას