საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესის მიმოხილვა საქართველოში: დებატები და ინიციატივები

ფოტო გარეკანზე, წყარო: flick

ზოგადი მიმოხილვა: კომისიის შექმნა, მიზანი და საქმიანობა

 

2016 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დადგენილებითშეიქმნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია რომლის მიზანიც იყო საქართველოსკონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის მომზადებაკომისიის შემადგენლობაში იყო როგორც პოლიტიკური სპექტრის ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგნელებიდა ასევე სფეროში მომუშავე ექსპერტებიკომისია სულ შედგებოდა 73 წევრისგან და მასხელმძღვანელობდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეხოლოკომისიის მდივანი იყო პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარჩუგოშვილიკომისიას დაევალა 2017 წლის 30 აპრილამდე კონსტიტუციის გადასინჯვისპროექტის მომზადებათავდაპირველადკომისიის შემადგენლობაში ასევე უნდა შესულიყოპრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიკონკრეტულად კი პრეზიდენტისადმინისტრაციის ხელმძღვანელიპრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი და ეროვნულიუშიშროების საბჭოს მდივანიმაგრამცხადიაპრეზიდენტის მიერ კომისიისადმი ბოიკოტისგამოცხადების გამო პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები კომისიის მუშაობაშიარ ჩაერთნენ.

 

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში მოქმედებს ოთხი სამუშაო ჯგუფი, ესენია:

 

  • ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფი
  • საქართველოს პარლამენტის, ფინანსებისა და კონტროლის და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფი
  • საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი
  • ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფი

 

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულებით კომისიის საქმიანობის მიზანია ისეთ კანონპროექტის მომზადება, რომელიც „უზრუნველყოფს კონსტიტუციის კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან სრულს შესაბამისობას და ქვეყნის გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარების ინტერესის შესაბამისი კონსტიტუციური სისტემის ჩამოყალიბებას“.

 

ქვემოთ განხილულია ის საკითხები თუ ინიციატივები, რომლებმაც გამოიწვია მნიშვნელოვანი დებატები როგორც კომისიის შიგნით ასევე მის გარეთ. ზოგიერთმა ასეთმა ინიციატივებმა კი ფუნდამენტურად შეცვალა პოლიტიკური სისტემის ბუნება საქართველოში.

 

ბიკამერალიზმი

 

ერთ-ერთი პირველი თემა რაზეც კომისიამ აქცენტი გააკეთა სამომავლო მსჯელობისთვის ეხება ორპალატიანი საპარლამენტო სისტემის ჩამოყალიბებას. თავის მხრივ, ამ საკითხზე, პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა რომ ამ ეტაპზე საქართველო არ არის მზად ასეთი სისტემის ფორმირებისთვის თუმცა მისივე თქმით კომისია ამ თემის გარშემო მაინც იმსჯელებდა. განვმარტოთ რას ნიშნავს ორპალატიანი პარლამენტის ინსტიტუტი.

 

ბიკამერალიზმი ანუ ორპალატიანი პარლამენტი ნიშნავს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დაყოფას ორ წარმომადგენლობით ორგანოდ. ბიკამერალიზმის ძირითადი მიზანია:

 

„სუბ-ნაციონალურ მთავრობათა რეპრეზენტაცია, იმუშაოს როგორც ექსპერტული განხილვებისა და მოსაზრებების ორგანომ, განახორციელოს მეტი დემოკრატიული კონტროლი ქვედა პალატაზე ან უზრუნველყოს სხვადასხვა სოციო-ეკონომიკური ინტერესების ან ეთნო-კულტურული უმცირესობების რეპრეზენტაცია“

 

ბიკამერალური პარლამენტის პირობებში სახეზე გვაქვს ქვედა და ზედა პალატები. რაც შეეხება მათი არჩევის წესს ზოგადად ორივე პალატა ირჩევა პირდაპირი არჩევნების გზით, თუმცა ზოგიერთ შემთხევაში ქვედა პალატა ირჩევა პირდაპირი წესით, მაშინ როცა ზედა პალატის წევრები შეიძლება ამ თანამდებობაზე დაინიშნონ (მაგ. დიდი ბრიტანეთის შემთხვევაში). ისტორიულად კი ბიკამელარული პარლამენტის იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ არისტოკრატული კლასის ინტერესები წარმოდგენილი იყო ზედა პალატაში, მაშინ როცა მიწის მესაკუთრეთა ინტერესები წარმოდგენილი იყო ქვედა პალატაში.

 

ზოგადად, ბიკამერალური პარლამენტები როგორც წესი ფუნქციონირებენ ფედერალური მოწყობის ქვეყნებში (მაგ. აშშ, გერმანია, ავსტრია) რასაც ძირითადად განაპირობებს ავტონომიური მიწების წარმომადგენლობის საჭიროება მაღალ პოლიტიკურ დონეზე. საქართველოს შემთხევაში, როდესაც ჯერ კიდევ არ ვრცელდება ჩვენი იურისდიქცია აფხაზეთისა და ოსეთის ავტონომიურ ერთეულებში, შესაბამისად რთულდება ასეთი სისტემის ფორმაციის მცდელობა, რაც ასევე არგუმენტად ჰყავდა მოყვანილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს.

 

სოციალური უფლებები და მომიჯნავე ინიციატივა

 

საკითხი, რომელიც კომისიის მუშაობის აქტუალურ დღის წესრიგში ჯერ კიდევ 2017 წლის იანვარში დადგა ეხებოდა სოციალური უფლებების თემატიკას. უფრო კონკრეტულად კი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დააყენა საკითხი იმის თაობაზე, რომ „კონსტიტუციაში უნდა განმტკიცდეს მთელი რიგი სოციალური და ეკონომიკური უფლებები, რომელთა უზრუნველყოფა სახელმწიფოს ვალდებულებაა.“ თუმცა, ამ საკითხის ირგვლივ კონსენსუსი კომისიაში არ მიღწეულა. ინიციატივის ავტორის, ანა ნაცვლიშვილისმოსაზრებით კი „ფიქსირდება სერიოზული რეზისტენტობა სოციალური უფლებების მიმართ, რაც არის პოლიტიკური განაცხადი“. ამ პროცესში (ანუ სოციალური უფლებების მიმართ საწინააღმდეგო განწყობებით) კი მისივე თქმით განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები:

 

მსჯელობის დროს ჩვენ არაერთხელ ვაწყდებით ამ მიდგომასგანსაკუთრებით ხელისუფლებისწარმომადგენელთა მხრიდანრომ წმინდა სამართლებრივ ჩარჩოებში უნდა მოექცეს აუცილებლადყველა სიტყვაყველა წინადადება დაზოგადადმსჯელობაეს არის არასწორი მიდგომა იმიტომრომკონსტიტუცია არ არის ჩვეულებრივი კანონიეს არის პოლიტიკურსამართლებრივი დოკუმენტიის უნდაიყოსრა თქმა უნდასამართლებრივად სწორად ფორმულირებული,  მაგრამ ის უნდა იყოს პოლიტიკურიგზავნილების შემცველი დოკუმენტი და უნდა სცემდეს ნათელ პასუხს კითხვაზერა ტიპის სახელმწიფოსვაყალიბებთ

 

ის რომ სოციალური უფლებებისადმი კომისიაში სკეპტიკური და ნიჰილისტური დამოკიდებულებებია ასევე დასტურდება იმითაც, რომ ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ დემოკრატების“ მიერ მომზადებულ წინადადებებმა არ ჰპოვა ფართო მხარდაჭერა კომისიაში. კერძოდ, სოციალ-დემოკრატების საკონსტიტუციო ინიციატივები სხვა საკითხებთან ერთად მოიცავდა სახელმწიფოს როლის წარმოჩენას და გაძლიერებას ადამიანის სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების განხორციელებაში. საქართველოს პარლამენტის წევრის, ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ დემოკრატების“ თავმჯდომარის, გია ჟორჟოლიანის აზრით საჭიროა ქვეყანაში მოხდეს რადიკალური ცვლილებები, რომელმაც ქვეყანა არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან უნდა გამოიყვანოს. სოციალ დემოკრატების ერთ-ერთი ინიციატივა ეხებოდა საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში სოციალური უფლებების უფრო ნათლად წარმოჩენას და ღირსეული საცხოვრებლის უფლების შესახებ ჩანაწერის გაკეთებას:

 

ეს არ არის მხოლოდ სოციალური და მხოლოდ ჰუმანიტარული საკითხიადამიანირომელიცცხოვრების ღირსეულ პირობებს არის მოკლებულიძნელად ჩაერთვება შრომით საქმიანობაში და ვერუზრუნველყოფს იმ წარმატებებს და შემოქმედებით მიდგომასრაც აუცილებელია ქვეყნისგანვითარებისათვის.“

 

ჟორჟოლიანმა ასევე განმარტა, ისიც რომ პრეამბულაში სოციალური უფლებების ცალკე გამოყოფა არის მნიშვნელოვანი ეპიზოდი, რომელიც სხვა ქვეყნების კონსტიტუციებშიც აისახება:

 

იმ ჩამონათვალში, რომელიც ადამიანის უფლებების თავშია დაფიქსირდეს უფლება საცხოვრისის. ანუ იმაზე რომ ადამიანს ჰქონდეს ჭერი, ბინა. ასეთი უფლებები [პოზიტიური უფლებები] არის დაფიქსირებული ჩვენი კონსტიტუციის შესაბამის თავში – ადამიანის უფლებათა თავში, თუმცა ეს არ არის გამოყოფილი ცალკე სოციალურ უფლებებად, როგორც ეს ბევრი ქვეყნის კონსტიტუციაშია.“ 

საკონსტიტუციო ცვლილებების სხვა ინიციატივა, რომელიც მისმა ავტორებმა მიაბეს სოციალურ უფლებების ეთოსს ეხებოდა ისევ სოციალ დემოკრატების წინადადებას რაც მოითხოვდა კონსტიტუციის 94-ე მუხლის გაუქმებას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციისეს მუხლი ამბობს:

„საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღება, გარდა აქციზისა, ან საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის სახის მიხედვით არსებული განაკვეთის ზედა ზღვარის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით, გარდა ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“

სოციალ-დემოკრატები თვლიან, რომ ასეთი ჩანაწერი მნიშვნელოვნად ასუსტებს სახელმწიფოს როლს განსაზღვროს ისეთი პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის განვითარებას. უფრო კონკრეტულად, სოციალ დემოკრატების ლიდერი მიიჩნევს, რომ ასეთი ჩანაწერი პრაქტიკულად ნიშნავს წარმომადგენლობითი დემოკრატიის იდეის უარყოფას.

აღსანიშნავია ის, რომ სოციალ დემოკრატების ამ ინიციატივამ ვერ ჰპოვა მხარდაჭერა მმართველი გუნდის ლიდერებისგან, ყოველ შემთხვევაში ამ ინიციატივის მიმართ ინდიფერენტული დამოკიდებულება საკმაოდ თვალშისაცემია საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესის ზოგადი დაკვირვებისას. ასევე, სახეზეა აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების საკმაოდ ცალსახა პოზიცია, რომლებიც მხარს უჭერენ კონსტიტუციის ამ მუხლის პათოსს და მიზანს. მაგალითად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ „რადგან დღეს ჩვენ ეს ჩანაწერი უკვე გვაქვს კონსტიტუციაში, მისი ამოღება შეიძლება, არაერთმნიშვნელოვნად იქნას აღქმული ინვესტორებისთვის“. ცხადია, ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირის მიერ გაკეთებული ასეთი განცხადება თავის მხრივ გავლენას ახდენს კომისიის იმ წევრებზე, რომლებიც წარმოადგენენ მმართველ გუნდს (მინისტრები, პარლამენტის წევრები და ა.შ.).

ევროატლანტიკური მისწრაფებები/ინტეგრაცია

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები კომისიაში, მაგალითად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო, აქტიურად ლობირებდნენ კონსტიტუციაში ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ ჩანაწერის გაკეთებას. კონკრეტულად, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ითხოვდა ასეთი ჩანაწერის გაკეთებას კონსტიტუციის პრეამბულაში, რადგან მათივე აზრით ეს ჩანაწერი „სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხია“. ხელისუფლების პოზიცია კი ამ ინიციატივასთან მიმართებაში თავდაპირველად სკეპტიკური იყო, განსაკუთრებით იმაზე რომ ასეთი კონკრეტული ჩანაწერი პრეამბულაში ყოფილიყო.

ამ ინიციატივას გამოკვეთილად და ცალსახად ეწინააღმდეგებოდა პატრიოტთა ალიანსი. მაგალითად, ადა მარშანია მიიჩნევდა, რომ ასეთი ჩანაწერის გაკეთება „არ არის ნორმალური არც პოლიტიკური და არც იურიდიული თვალსაზრისით“. გამომდინარე იქედან, რომ ასეთი ჩანაწერის პრეაბმულაში ასახვას ხელისუფლებაც ეწინააღმდეგებოდა, საბოლოოდ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ამ ჩანაწერის არა პრეამბულაში, არამედ კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში ასახვის შესახებ, რასაც კომისიის წევრების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. ჩანაწერი ასეთია:

 

კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომაევროპის კავშირსა და ჩრდიოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოსსრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

 

ასევე, საინტერესოა ისიც, რომ მიუხედავად მისი პროევროპული ორიენტაციისა, კონსტიტუციაში ასეთ ჩანაწერს ასევე ეწინააღმდეგებოდა საქართველოს პრეზიდენტი. მარგველაშვილის აზრით კონსტიტუციაში ასეთი ჩანაწერის გაკეთება არაადეკვატურია:

მე როგორც ჩემი წინა პოლიტიკური ცხოვრებითასევე როგორც პრეზიდენტი მუდმივადაქტიურად ვიყავი ჩართული ჩვენი ევროატლანტიკური კურსის გაღრმავებასა და ჩვენსმისწრაფებაზე ნატოსკენთუმცა გულწრფელად გეტყვითკონსტიტუციაში ამის ჩაწერა არმიმაჩნიარომ ეს არის ადეკვატური ნაბიჯი

 

ცხადია, ასეთი ჩანაწერის გაკეთება კონსტიტუციაში არ არის რაციონალური და ერთგვარად მორალურ პრობლემებს აყენებს ქართული დემოკრატიისთვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების განსაზღვრა არის პარლამენტის პრეროგატივა და ასეთი ჩანაწერის გაკეთება კონსტიტუციაში ზღუდავს პარლამენტის უფლებამოსილებას იმსჯელოს საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე.

პრეზიდენტის არჩევის წესი

საკონსტიტუციო კომისიაში დავის მნიშვნელოვან საგანს წარმოადგენდა პრეზიდენტის არჩევის წესი. მიუხედავად წინააღმდეგობებისა, კონსტიტუციაში პრეზიდენტის არჩევის ახალი წესი განისაზღვრა რაც ეფუძნება მის არაპირდაპირი წესით არჩევას. მარტივად, რომ ვთქვათ, პრეზიდენტს აირჩევს არა ხალხი არამედ საარჩევნო კოლეგია. კონკრეტულად, კონსტიტუციის პროექტის 50-ე მუხლის მესამე პარაგრაფი ამბობს:

საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში შედის 300 ხმოსანიმათ შორის საქართველოსპარლამენტის და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესიწარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრისხვა ხმოსნებს საქართველოს ცენტრალურისაარჩევნო კომისიის მიერ ორგანული კანონის საფუძველზე პროპორციული გეოგრაფიულიწარმომადგენლობის პრინციპის დაცვითა და ადგილობრივი თვითმმართველობისპროპორციული წესით ჩატარებული არჩევნების შედეგების გათვალისწინებით განსაზღვრულიკვოტების შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითიორგანოების შემადგენლობიდან ასახელებენ შესაბამისი პოლიტიკური პარტიებისაარჩევნოკოლეგიის შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

 

გარდა პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლისა, ახალი კონსტიტუციის პროექტით ასევე შეზღუდულია პრეზიდენტის უფლებამოსილებები, აქედან განსაკუთრებით საინტერესოა ის რომ პრეზიდენტს ფაქტიურად ჩამოერთვა ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის ფუნქცია.

 

ცხადია, პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლა და მისი უფლებამოსილებების შეზღუდვა ასევე საკმაოდ ბუნებრივი და ლოგიკური პროცესია გამომდინარე იქედან, რომ ახალი კონსტიტუცია ფაქტიურად აფუძნებს კლასიკური საპარლამენტო სისტემის მოდელს (მეტი ინფორმაცია ამ საკითხზე იხილეთ აქ).

 

ცვლილებები საარჩევნო სისტემაში

 

ახალი კონსტიტუციის პროექტით, უქმდება მაჟორიტარული სისტემა, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონმდებლები პარლამენტში მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევიან. მიუხედავად იმისა, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმება დიდი ხნის განმავლობაში იყო ოპოზიციის მოთხოვნა, ახალი პროექტით  განსაზღვრული პოლიტიკა ასევე მიუღებელია ოპოზიციისათვის. საქმე იმაშია, რომ ახალი პროექტით, გაუნაწილებელი მანდატები მმართველ პარტიაზე გადანაწილდება, რაც პარლამენტის თავმჯდომარის აზრით უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის სტაბილურობას პოლიტიკურ სისტემაში. კონკრეტულად, პარლამენტის თავმჯდომარემ ამ ცვლილების მნიშვნელობა ასე ახსნა:

 

ეს არის ის მცირე ბონუსირომელიც უზრუნველყოფს შედარებით მაღალი ხარისხის სტაბილურობასპოლიტიკურ სისტემაშირაც აუცილებელია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესისშეუფერხებელი გაგრძელებისთვისჩვენი შეთავაზება არის შესაბამისობაში კონსტიტუციური სამართლისპრინციპებთანეს სისტემა უზრუნველყოფს საუკეთესო ბალანსს ერთი მხრივპლურალიზმსა და მეორემხრივსისტემის სტაბილურობის ინტერესებს შორის“.

 

თუმცა, განსხვავებული აზრი აქვს ამ ცვლილების მიმართ სამოქალაქო სექტორს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მანდატების ასეთი გადანაწილება უსამართლოა. მათი პოზიცია ასეთია:

 

კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტით შემოთავაზებულია გაუნაწილებელი მანდატებისმხოლოდ პირველ ადგილზე გასული პოლიტიკური პარტიისთვის მინიჭებაიმ პირობებში,როდესაც შეიძლება გაუნაწილებელი მანდატების რაოდენობა 10%- ან მეტს შეადგენდესამმანდატების მთლიანად ერთი პარტიისთვის მინიჭება არსებითად გაზრდის პარტიის მიერმიღებულ ხმებსა და მანდატებს შორის დისპროპორციასაღნიშნული მიდგომა კი დიდწილადდააკნინებს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმების მიზანს და ეჭვქვეშ დააყენებსმანდატების სამართლიანი გადანაწილების პრინციპსმიგვაჩნიარომ პროპორციულსისტემაზე გადასვლასთან ერთადგაუნაწილებელი მანდატები პარტიებს შორის უნდაგადანაწილდეს მათ მიერ მიღებული ხმების პროპორციულად.

 

გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ცვლილებაა ისიც, რომ უქმდება საარჩევნო ბლოკები, რასაც ცხადია აქვს ის რაციონალური ახსნა, რომ ასეთი ტიპის ცვლილება ხელს შეუწყობს პარტიებს დახვეწონ საკუთარი პოლიტიკური სტრატეგიები, იდეოლოგიური იდენტობა და მოახდინონ ამომრჩეველთა მობილიზაცია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც პოსტსაბჭოთა საქართველოს გამოცდილებაში მრავლად მოინახება ისეთი პარტიები, რომლებსაც ძალზედ დაბალი სოციალური ლეგიტიმაცია ჰქონდათ მაგრამ საარჩევნო ბლოკების თუ ალიანსების წყალობით საქართველოში პარლამენტში თავიანთი წარმომადგენლობა და ფრაქციები ჰყავდათ. გამომდინარე აქედან, ეს ცვლილება შეიძლება გახდეს ერთგვარი წამახალისებელი მექანიზმი პარტიებისათვის ნამდვილი პარტიული პოლიტიკის საკეთებლად.

 

ინიციატივა მიწის უცხოელებისთვის გადაცემის (მიყიდვის) რეგულაციაზე (აკრძალვაზე)

 

კომისიაში მნიშვნელოვანი დებატები გაიმართა ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის მიწის მიყიდვის შესახებ. ცხადია, პოზიციები კომისიაში ამ საკითხის მიმართ ასევე პოლარიზებული იყო. მაგალითად, ექსპერტების გარკვეული ნაწილი მხარს უჭერდა მიწის მიყიდვას უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, რადგან პოლიტიკა ამ მიმართულებით არ უნდა იყოს დისკრიმინაციული. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირებზე მიწის მიყიდვის აკრძალვის ინიციატივის ავტორები იყვნენ „დემოკრატიული მოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“, რომელსაც ასევე იზიარებდა უმრავლესობის წარმომადგენელი (ფრაქცია ქართული ოცნება – სოციალ დემოკრატები) ბექა ნაცვლიშვილი.  უფრო კონკრეტულად ნაცვლიშვილმა საკუთარი არგუმენტი  შემდეგნაირად ახსნა:

 

მიმაჩნიარომ უცხოელებზე მიწები არ უნდა გასხვისდესეს უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდგამონაკლისის სახითროდესაც სარგებელი გასხვისების შემთხვევაში იმდენად დიდიარომ ქვეყნისინტერესებიდან გამომდინარემასზე უარის თქმა არაგონივრული იქნებასხვა შემთხვევაშირა თქმაუნდაუცხოელებზე მიწების გასხვისება დაუშვებელიარადგან ჩვენ ჯერ არ ამოგვიწურავს ჩვენი მიწისპოტენციალი ჩვენი მოქალაქეებისთვისბევრი გვაქვს ჩვენთვის სოფლის მეურნების მიმართულებითგასაკეთებელი“.

 

თუმცა ამ საკითხის მიმართ განსხვავებული პოზიცია ჰქონდა ეკონომიკის მინისტრსრომელიც პრინციპში მხარს არ უჭერს ასეთ შეზღუდვას, რადგან მისი აზრით „მიწა, როგორც ძირითადი აქტივი, უნდა იყოს მაქსიმალურად გამოყენებული ეკონომიკურ ცხოვრებაში“. 

 

პატრიოტთა ალიანსის და დემოკრატიული მოძრაობის მიერ აღნიშნული ინიციატივის წამოყენებას ალბათ თავის მხრივ განსაზღვრავდა ის ფაქტი რომ საქართველოს კონსტიტუციაში ასეთი ჩანაწერის არ არსებობის გამო, მიწის მორატორუმთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში ჯერ კიდევ 2013 წლის სექტემბერში იჩივლა ავსტრიის მოქალაქემ მათიას ჰუტერი რომელიც მიიჩნევდა რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არღვევს კონსტიტუციით აღიარებულ საკუთრების უფლებას. შედეგად, 2014 წლის ზაფხულში საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა„საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს“ მიერ წარდგენილი საკონსტიტუციო სარჩელი „მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ და შესაბამისად პარლამენტის გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურად სცნო. გამომდინარე აქედან, პატრიოტთა ალიანსის (როგორც მემარჯვენე კონსერვატორი) პარტიის ინიციატივა ერთის მხრივ იყო რეაქცია წინამდებარე გამოცდილებაზე, ხოლო მეორეს მხრივ კი დემონსტრირება საკუთარი იდეოლოგიური ორიენტირების.

 

საბოლოოდ, კონსტიტუციის პროექტში ასეთი ჩანაწერი არ გაკეთდა:

 

მუხლი 19 საკუთრების უფლება (პარაგრაფი 4)

 

„მიწაზე, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსზე, საკუთრების უფლებას აწესრიგებს ორგანული კანონი“

 

22 აპრილს საკონსტიტუციო კომისიამ 43 ხმით 8-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტს და ამით დაასრულა მუშაობა.