ალექსანდრე ლორთქიფანიძე

დაიბადა – 1988 წელს, თბილისში

2009 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი, ბაკალავრის ხარისხით.
2011 წელს დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის ტელე-კინო დრამატურგიის ფაკულტეტი, მაგისტრის ხარისხით.

ალექსანდრე ლორთქიფანიძე არის საქართველოს ელიტარული ინტელექტკლუბის წევრი და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი, თამაშში „რა? სად? როდის?”.
მიიღო რამდენიმე ლიტერატურული ჯილდო, მათ შორის ახალგაზრდული ლიტერატურული კონკურსის „ალუბლობა-ს” მთავარი პრიზი, 2009 წელს; ასევე 24-საათიანი თეატრალური ფესტივალის მთავარი პრიზი, 2011 და 2012 წლებში.
იყო პოეტური ჯგუფის „ვარდისფერი ავტობუსის” ერთ-ერთი დამაარსებელი. ალექსანდრე არის პერსონალური პოეტური კრებულების: „ლურჯი”, „პოლიპოლაკი”, „გამჭვირვალე”, მოწითალო და მოშავო“- ავტორი.
დაწერა რამდენიმე კინოსცენარი (მათ შორის სცენარი ფილმისთვის „გადაკარგულები”, რომლის პრემიერაც შედგა კანის კინოფესტივალზე), ასევე რამდენიმე თეატრალური პიესა, რომლებიც სხვადასხვა დროს ქართული თეატრების სცენებზე დაიდგა.
მისი მოთხრობები 2011, 2012 და 2013 წლებში შესულია კრებულში „15 საუკეთესო მოთხრობა”.
თავისუფალ დროს წერს მუსიკას.
ალექსანდრე ლორთქიფანიძე პირველი არხის გადაცემა „წიგნების თაროს” წამყვანია.

 

წიგნების თარო