ერლინგ ჰალანდი – საფრანგეთი დაგვამარცხებს და მუნდიალსაც მოიგებს #1TVSPORT

19:01, 23.06.2026

სენეგალთან მოგებული მატჩის (3:2) შემდეგ, ნორვეგიელმა ვარსკვლავმა, ერლინგ ჰალანდმა მომდევნო შეხვედრაზეც გააკეთა კომენტარი, რომელსაც ნორვეგია საფრანგეთთან ჩაატარებს.

მისი ვარაუდით, ფრანგები მათ აჯობებენ და საბოლოო ჯამში, მუნდიალსაც მოიგებენ.

„გულწრფელად რომ ვთქვა, ამჟამად ის თამაში დიდად არ მადარდებს. ისინი მოგვიგებენ და სავარაუდოდ, ჩემპიონობასაც იზეიმებენ“, – აღნიშნა ჰალანდმა.

ჰალანდმა მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ჩატარებულ ორ მატჩში ოთხი გოლი გაიტანა. ნორვეგიამ ჯგუფში ორი მატჩი მოიგო და პლეიოფის საგზური ოფიციალურად მოიპოვა. ბოლო ტურში, საფრანგეთთან, გადაწყდება, რომელი გუნდი დაიკავებს ჯგუფში პირველ ადგილს.

მსგავსი