ევროპის ჩემპიონატი მინიფეხბურთში | დღეს საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში უკრაინას შეხვდება – პირდაპირი რეპორტაჟი პირველი არხი სპორტზე #1TVSPORT

09:30, 02.06.2026

საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე (EMF Euro 2026) გამოსვლას განაგრძობს და დღეს, 2 ივნისს მეოთხედფინალში უკრაინას დაუპირისპირდება – შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი მეორე ადგილზე დაასრულა და მერვედფინალში პოლონეთს შეხვდა – ფრედ (1:1) დასრულებული ძირითადი დროის შემდეგ, „ჯვაროსნებმა“ პენალტები უკეთ შეასრულეს და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვეს.

საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეორედ თამაშობს. წინა ტურნირზე გუნდი გათამაშებას მერვედფინალიდან გამოეთიშა. ამჯერად კი შედეგი გააუმჯობესა და შანსი აქვს, რომ ნახევარფინალში გავიდეს.

მსგავსი