პირველადი ჯანდაცვის დახმარების ცენტრი აჭარაში

15:13, 30.05.2026

ბათუმში თანამედროვე სტანდარტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრი და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა შენდება. სამუშაოების მიმდინარეობას ჯანდაცვის მინისტრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად გაეცნო. მიხეილ სარჯველაძემ პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგიონებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა სამინისტროსთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია. ამასთანავე, მინისტრმა აღნიშნა, რომ პარალელურად მიმდინარეობს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა.

მსგავსი