შეხვედრა დარგის სპეციალისტებთან
ჯანდაცვის მინისტრი ბათუმში იშვიათი დაავადებების მართვის საკითხებზე სამედიცინო საზოგადოებას და დარგის სპეციალისტებს შეხვდა. დიალოგის ფორმატში ექიმებმა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები მიმოიხილეს, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მართვის საკითხებზე. მიხეილ სარჯველაძის თქმით, სამინისტრო აქტიურ რეჟიმში აგრძელებს დარგის ექსპერტებთან კონსულტაციებს, რათა მტკიცებულებებზე დაფუძნებული საუკეთესო გამოსავალი მოიძებნოს. ამასთან, მინისტრმა დამსწრეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სახელმწიფო პროგრამის ახალ კომპონენტზე, რომელიც ნერვკუნთოვანი იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტებს მეთვალყურეობას სთავაზობს.