არგენტინაში მარადონას გარდაცვალების საქმეზე ახალი სასამართლო პროცესი დაიწყო #1TVSPORT
CAPE TOWN, SOUTH AFRICA – JULY 02: Argentina’s head coach Diego Maradona speaks to the media during a press conference at Green Point Arena on July 2, 2010 in Cape Town, South Africa. (Photo by Chris McGrath/Getty Images)
არგენტინაში დაიწყო ახალი სასამართლო პროცესი ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის დიეგო მარადონას გარდაცვალების საქმეზე. იმ სამედიცინო გუნდის შვიდ წევრს, რომელიც უზრუნველყოფდა მარადონას მოვლასა და მკურნალობას, ბრალი წაუყენეს გაუფრთხილებლობის ნიადაგზე მკვლელობაში, – წერს სააგენტო Reuters-ი.
2021 წელს პროკურატურამ დანიშნა სამედიცინო კომისია მარადონას სიკვდილის გარემოებების გამოსაძიებლად. დადგინდა, რომ სამედიცინო თანამშრომლები „არასაიმედოდ და არაკომპეტენტურად“ მოქმედებდნენ, ხოლო სახლი, სადაც მარადონა ოპერაციის შემდეგ აღდგენით პროცესს გადიოდა, არ შეესაბამებოდა სამედიცინო მოვლისთვის საჭირო სათანადო პირობებს.
პირველი სასამართლო პროცესი, რომელიც 2025 წლის მარტში დაიწყო, ორი თვის შემდეგ შეწყდა, რადგან სამიდან ერთ-ერთი მოსამართლე გადადგა სასამართლო ეთიკის ნორმების დარღვევის გამო. გარჩევისას ექიმებმა განაცხადეს, რომ მარადონას სიკვდილი გარდაუვალი იყო ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ძველი პრობლემების გამო. ლეგენდარული ფეხბურთელი ათწლეულების განმავლობაში ებრძოდა კოკაინზე და ალკოჰოლზე დამოკიდებულებას.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს რვიდან 25 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
შეგახსენებთ, რომ დიეგო მარადონა 2020 წლის 25 ნოემბერს, 60 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. იმ პერიოდში ყოფილი ფეხბურთელი ტვინში სისხლჩაქცევის შემდეგ გადატანილი ოპერაციისგან აღდგენით კურსს გადიოდა.