პილიგრიმები „ვია დოლოროსას“ გადიან

18:14, 10.04.2026

იერუსალიმში ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღეს განსაკუთრებული ხალხმრავლობაა. „ვია დოლოროსას“ გზას ათასობით მომლოცველი გადის. ეს სწორედ ის გზაა, რომელიც ჯვარცმამდე იესო ქრისტემ განვლო. ქრისტეს საფლავის ტაძრამდე მისასვლელ გზაზე მომლოცველები საგალობლებს ასრულებენ. ლოცვით, ჯვრებითა და საგალობლებით განვლილი გზა გოლგოთამდე და 14 გაჩერება. მაცხოვრის მიერ ჯვარცმამდე განვლილი გზა იერუსალიმის ლომის კარიბჭიდან იწყება და მაცხოვრის აღდგომის ტაძართან სრულდება, სადაც ხვალ მაცხოვრის საფლავთან ზეციური ცეცხლის გარდამოსვლას დაელოდებიან.

ტაძარი ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შემდეგ გაიხსნა. 

მსგავსი