ფეხბურთი | უეფა-მ ჯანლუკა პრესტიანი ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა #1TVSPORT
ლისაბონის „ბენფიკას“ არგენტინელი ფეხბურთელი ჯანლუკა პრესტიანი ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა, – ინფორმაციას უეფა ავრცელებს.
დისკვალიფიკაციის მიზეზი „ბენფიკასა“ და „რეალის“ პირველ მატჩში მომხდარი შესაძლო რასისტული ინციდენტია. „რეალის“ ფეხბურთელების განცხადებით, მთელი მატჩის მანძილზე პრესტიანი ვინისიუს ჟუნიორს რასისტულ ნიადაგზე შეურაცხყოფდა. გამოძიება გრძელდება და თუ ფაქტი დადასტურდა, ახალგაზრდა არგენტინელ ფეხბურთელს ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ელის.
მადრიდის „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში „ბენფიკა“ 1:0 ვინისიუსის გატანილი გოლით დაამარცხა. გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა 25 თებერვალს, თბილისის დროით 23:59 საათზე დაიწყება.