აღკვეთის ღონისძიება
16 დაკავებული, მათ შორის ათი არასრულწლოვანი – რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების წევრების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა სხვადასხვა ასაკის დაზარალებულებზე. გამოძიების ინფორმაციით, ძალადობრივი დაჯგუფებების წევრები თავს მოიხსენიებენ ნეონაცისტებად და ხელმძღვანელობენ ფაშისტური იდეოლოგიით.
საქმის მასალების მიხედვით, განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად უსწორდებოდნენ მათ, ვინც მათ იდეოლოგიას არ იზიარებდა, ღირსების შემლახავი ფაქტების ფოტო და ვიდეომასალას კი მობილურით იღებდნენ და სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმაზე აქვეყნებდნენ. სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს ათზე მეტი დაზარალებული, მათგან ოთხი არასრულწლოვანია. ფაშისტური დაჯგუფების ორი ლიდერი სასჯელს უკვე იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში, ისინი რამდენიმე თვის წინ დააკავეს.
ნეონაციზმი ფართოდ განიხილება როგორც ექსტრემისტული და ძალადობრივი იდეოლოგია და უმეტეს ქვეყნებში მისი ორგანიზებული ფორმები კანონით იკრძალება. მისი წარმოშობა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ნაცისტური გერმანიის დამარცხებას უკავშირდება, ნაციზმის ოფიციალურად აკრძალვის შემდეგ კი ამ იდეოლოგიის მიმდევრები სხვადასხვა დაჯგუფებებითა და ფორმებით აგრძელებენ აქტივობებს.