შიო გენჯაძე ახალგაზრდებს შორის შერეული ორთაბრძოლების მსოფლიო ჩემპიონია #1TVSPORT

23:50, 22.07.2025

აბუ დაბიში ახალგაზრდებს შორის მიმდინარე შერეული ორთაბრძოლების მსოფლიო ჩემპიონატზე შიო გენჯაძემ (40კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.

მსოფლიო პირველობის ფინალში ახალგაზრდა ქართველმა მებრძოლმა იტალიელი მატეო ფაბრი დაამარცხა. გენჯაძემ ტურნირზე ხუთი ორთაბრძოლის მოგება მოახერხა.

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა შაკო მესხი, ის ფინალში ინგლისელ პადი ორაჰილთან დამარცხდა.

მსგავსი