ლევან კობიაშვილი უეფა-ს აღმასკომის სხდომაში მონაწილეობდა #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ბილბაოში გამართულ უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა, როგორც აღმასკომის წევრმა.
უკვე ცნობილი გახდა, რომ სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად, 2028 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფორმატი დამტკიცდა. აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, საკვალიფიკაციო ეტაპზე გუნდები თორმეტ ჯგუფში გადანაწილდებიან. ეტაპზე მონაწილეობას ასევე მიიღებს ევრო 2028-ის ოთხი მასპინძელი ქვეყანა — ინგლისი, ირლანდია, შოტლანდია და უელსი.
შეგახსენებთ, რომ ლევან კობიაშვილი უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის წევრად 2023 წლის 5 აპრილს, ლისაბონში გამართულ ორგანიზაციის 47-ე კონგრესზე 40 ხმით აირჩიეს. სფფ-ის პრეზიდენტი გახდა პირველი ქართველი, რომელიც უეფა-ს აღმასკომის შემადგენლობაში მუშაობს.