ჯორჯ ბუშ უფროსს ტეხასში, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ტერიტორიაზე დაკრძალავენ
აშშ-ში 5 დეკემბერი გლოვის დღეა, ქვეყანა 41-ე პრეზიდენტს, ჯორჯ ბუშ უფროსს ემშვიდობება;
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, აშშ-ს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომ რუსეთმა საშუალო და მოკლე მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ ხელშეკრულება დაარღვია;
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიების გამაერთიანებელი კრება 15 დეკემბერს გაიმართება;
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა ჯინა ჰასპელმა სენატორები დაარწმუნა, რომ ჟურნალისტ ჯამალ ჰაშოგის მკვლელობის საქმეში საუდის არაბეთის პრინციც ფიგურირებს.